ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში ჯანლუიჯი ბუფონისა და პაველ ნედვედის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯიჯი საუკეთესოა, ხოლო ნედვედი ნამდვილი სამუშაო მანქანა იყო.
„ნედვედი, ნომერი პირველი, რომელმაც სხვებზე მეტად მოახდინა გავლენა ჩემს თამაშზე. როდესაც ის დავინახე, მივხვდი, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, საკმარისი არ იყო და მეტის გაკეთება მომიწია. ნედვედი არის სამუშაო მანქანა: ის მუშაობდა ვარჯიშის დაწყებამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის დასრულების შემდებაც. ჭკუიდან შეშლილი იყო.
საუკეთესო თანაგუნდელები? კარში ბუფონი. ის საუკეთესო და ყველაზე ძლიერია. „იუვეში“ კარგი დრო გავატარეთ ერთად, ეს იყო განსაკუთრებული გუნდი და პირველი ტოპკლუბი ჩემს კარიერაში“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „იუვენტუსში“ 2004-2006 წლებში ითამაშა.