ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ტურინულ გრანდში მიმდინარე ურთულეს პროცესებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ნაპოლისთან“ მარცხი სრული კატასტროფა იქნება და გუნდს მასიმილიანო ალეგრისთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.
– შეიძლება თუ არა „იუვეს“ მწვრთნელი შეეცვალოს „ნაპოლისთან“ წაგების შემთხვევაში?
– რეალობა ამბობს, რომ ეს არის არა მარტო „იუვესთვის“ სახიფათო თამაში, არამედ პირლოსთვისაც. თუ წააგებენ, ეს წარმოუდგენელი კატასტროფა იქნება. შეიძება გაათავისუფლონ კიდეც.
– ვინ შეცვლის?
– ვფიქრობ, რომ ალეგრისთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია. „იუვეს“ ბევრი მიზეზის გამო უფლება არ აქვს მეხუთე ადგილზე გავიდეს. მხოლოდ იტალიის თასის ფინალი ძალიან ცოტაა. ვისაც პირლო მწვრთნელად უნდოდა, აზრი უნდა შეიცვალოს. „იუვემ“ ან უნდა მოიგოს, ან ეს ბოლომდე სცადოა, მაგრამ წელს არცერთი გამოუვიდა.
– „იუვე“ – „ნაპოლის“ თამაშზე რას ფიქრობთ?
– ველოდები თამაშს და შემდეგ უფრო ზუსტი შეფასების გაკეთება შეგვეძლება. მაქვს განცდა, რომ „იუვეს“ ნამდვილად შეუძლია ამ მატჩის მოგება, ბევრი მიზეზის გამო. ახლა ყველა გაბრაზებულია პირლოზე, მაგრამ მის ადგილზე ყველა დათანამხდებოდა ამ წინადადებას. ეს „იუვე“ არის ფერარი დიზელზე, დაუკომპლექტებელი გუნდი, რომელსაც დიბალა არასდროს ჰყოლია ამ სეზონში. ბრალეულობა ყველაზე უნდა გადანაწილდეს.
– დიბალა უნდა შეინარჩუნონ?
– როდესაც ის კარგად არის, დამატებითი ღირებულების ფეხბურთელია. მე უფრო მეტად დიბალაზე გავაკეთებდი აქცენტს, ვიდრე ახალგაზრდებზე. „იუვემ“ გუნდი მის გარშემო უნდაა აშენოს.