„მილანის“ ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. Sky Sport-ის ინფორმაციით, თურქი ფეხბურთელი „როსონერისთან“ კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.
უფრო მეტიც, მოლაპარაკებები შეჩერდა და დიდი შანსია, მან „როსონერი“ ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. გამოცემა წერს, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტია, რომ ჰაკანი „იუვენტუსში“ გადავა და ფავორიტი იქნება მისთის ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ ჩალჰანოღლუ „მილანში“ 2017 წლიდან თამაშობს და გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.