ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში მერიჰ დემირალმა შესაძლოა დატოვოს. თურქი ფეხბურთელის აგენტები ტრანსფერზე უკვე მუშაობენ და არც კლუბი არ არის წინააღმდეგი, რომ მცველი გაასხვისოს.
დემირალს ბევრი წინადადება აქვს, განსაკუთრებით კი ლივერპულის „ევერტონის“ აქტიურობს, რომელიც მზადაა 25-30 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, ტურინში იმედოვნებენ, რომ დემირალს უფრო ძვირად გაყიდიან.
დაინტერესებულ კლუბებს შორისაა მადრიდის „ატლეტიკოც“. მოსალოდნელია, რომ დემირალი თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალი „იუვენტუსმა“ 2019 წელს „სასუოლოდან“ დაიმატა და მას შემდეგ 31 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.