მთავარი / სიახლეები / რონალდუ სავარაუდოდ ზაფხულში “იუვენტუსს” დატოვებს

რონალდუ სავარაუდოდ ზაფხულში “იუვენტუსს” დატოვებს

ტურინის “იუვენტუსს” კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულში ალბათ დატოვებს. იტალიური მედია ამის შესახებ პრაქტიკულად ყოველდღე წერს.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, რონალდუ თანაგუნდელებთან კონტაქტსაც ერიდება და ძალიან უკმაოყფილოა. ბოლო პერიოდის წარუმატებელმა გამოსვლებმა ყველაფერი გაართულა.

რონალდუმ ჟორჟე მენდეშს ახალი კლუბის მოძებნაც დაავალა, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული ცნობები არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუს 32 გოლი აქვს გატანილი, ის “იუვენტუსს” 2018 წელს მადრიდის “რეალიდან” შეუერთდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …