ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „უდინეზესთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის მიზანია, რომ მიმდინარე სეზონი მეორე ადგილზე დაასრულოს.
„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ფლორენციაში 3 ქულისთვის ვიყავით. საჭიროა, უფრო მეტი გავაკეთოთ გამარჯვებისთვის, იმიტომ, რომ სეზონის ეს ფაზა მნიშვნელოვანია. ბურთის ფლობის დროს მეტი სითამამე უნდა გვქონდეს. ადრე სკუდეტო იყო ჩვენი მიზანი, ახლა კი მეორე ადგილზე გასვლა გვინდა. გუნდი ძლიერია, უნდა ვთამაშობდეთ სკუდეტოს მოსაგებად, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია და ამიტომ, მეორე პოზიციაზე უნდა გავიდეთ“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 2 მაისს, „უდინეზეს“ სტუმრად დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.