ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ყოფილ თანაგუნდელ ანდრეა პირლოს რჩევა მისცა. ალექსი პირლოს ურჩევს, რომ გუნდი 4-2-4 ტაქტიკური სქემით ათამაშოს, რადგან გუნდს შეტევაში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
„პირლო გამოსავალს ეძებს, ცვლის გუნდის შემადგენლობას მეტოქეებიდან გამომდინარეც და ასევე სქემასაც. „იუვეს“ ფლანგებზე კულუშევსკის და კიეზას სახით დიდი პოტენციალი აქვს, ასევე ვხედავ ორი ცენტრალური ნახევარმცველით თამაშის შესაძლებლობას. თუნდაც, შეიძლება 4-2-4 ტაქტიკის გამოყნება. თუ შეტევაში დიდი პოტენციალი არსებობს, უნდ გამოიყენო ეს სქემა, მისცე შეტევაში ოთხივე ფეხბურთელს თავისფლება.
კულუშევსკი მარჯვნივ, კიეზა მარცხნივ, ცენტრში რონალდუ-დიბალა ან დიბალა-მორატა. ევროპაში ნამდვილად ასეთი შემადგენლობაში. მორატას ტრანსფერიც გასათვალისწინებელია, გავიხსენოთ რონალდუს მადრიდში ყოფნის პერიოდში ბენზემა ბევრ ბინძურ სამუშაოს ასრულებდა“, – თქვა დელ პიერომ.