ლეონარდო ბონუჩის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც არ აჩვენა მარჯვენა ბარძაყის დაზიანება. შესაბამისად, იტალიელი მცველის დაზიანება სერიოზული არაა.
გამოცდილ ფეხბურთელზე დაკვირკვება ეტაპობრივად მოხდება. თუმცა, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა – შეძლებს თუ არა ბონუჩი „ბარსელონასთან“ თამაშს? სავარაუდოდ, ეს ხვალ გაირკვევა.
„იუვესთვის“ „ბარსას“ წინააღმდეგ ბონუჩის საკითხი მნიშვენლოვანია, რადგან ანდრეა პირლოს განკარგულებაში უმნიშვნელოვანესი და ურთულესი მატჩის წინ ერთადერთი ჯანმრთელი მცველია – მერიჰ დემირალი.