ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე „ვერონას“ ვერ მოუგო. ანდრეა პირლოს გუნდი მარცხისგან დეიან კულუშევსკის გოლმა იხსნა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – გოლში მის გარდა ბრალი ალბათ ყველას მიუძღოდა.
კუადრადო 6.5 – ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველ ტაიმში გოლის გატანა შეეძლო, ბურთი ხარიხას გაარტყა.
დემირალი 6.5 – არაფერი დაუთმია, თუ ცდებოდა,ასწორებდა, ყოველთვის იბრძოდა, ნებისმიერ შემთხვევაში.
ბონუჩი 5.5 – არ არის ბრწყინვალე, თუმცა, მისი ყოველთვის თამაშობს. 75-ე წუთზე ტრავმა მიიღო.
ფრაბოტა შ.გ – მან ბოლო 15 წუთი დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა.
დანილო – ამ სეზონში, ახალ პოზიციაზე ბევრად უკეთესია. ადაპტირდა ცენტრალურ მცველადაც, როდესაც ბონუჩი დაშავდა.
არტური 6 – იზრდება, კარგად მუშაობს იმ დროსაც, როცა ბურთი „იუვეს“ არ აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად თამაშს ეთიშება.
რაბიო 5.5 – ბერნარდესკის პირველ ტაიმში ძალიან მაგარი პასი გაუკეთა, დანარჩენი კი ბევრი ვერაფერი გაახერხა.
ბერნარდესკი 4.5 – იცვლის პოზიციას, მაგრამ არა თამაშის ხარისხს. ფორმისგან შორსაა, ხელსაყრელი საგოლე შანსი გაანიავა და სტუმართა გოლიც მისი არაზუსტი პასის შედეგია, რამაც სათავე დაუდო „ვერონას“ შედეგიან კონტრშეტევას.
კულუშევსკი 7 – მასთან ერთად „იუვემ“ სიჩქარე შეიცვალა და ანგარიშიც მან გაათანაბრა.
რემზი 5.5 – ხაზებს შორის იცის როგორ უნდა გააკეთოს მანევრირება, მაგრამ გუშინ თითქმის არასდროს მოქმედებდა ისე, როგორც საჭიროა.
ვრიონი შ.გ – ახალგაზრდა ფორვარდი მინდორზე ბოლო წუთებში გამოჩნდა.
დიბალა 5 – მას თამაში სჭირდება, რადგან კონდიციაში და რიტმში არაა. დიდად გამორჩეული არ იყო, ერთხელ არ გაუმართლა, ბურთი ხარიხას მოხვდა.
მორატა 6 – ვერონელთა დაცვის წინააღმდეგ მარტო იბრძოდა, როდესაც მათ ბრძოლა მოუგო გაიტანა, მაგრამ ძალიან მცირე მანძილის გამო გოლი არ ჩაუთვალეს. მეორე ტაიმში მოუკლო, თუმცა, კულუშევსკის საგოლე პასი მან მისცა.
პირლო 5.5 – ამჯერად ბევრი ექსპერიმენტი არ გაუკეთებია, მაგრამ „იუვე“ თავიდან ძალიან რბილი იყო აგვიანებდა მეტოქესთან შედარებით. რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ უიღბლობას, კუადრადოს და დიბალას ხარიხებს, მორატას გაუქმებულ გოლს. „იუვე“ არ აგებს, ეს კარგია, მაგრამ იშვიათად იგებს და ეს ცუდია. გზა ჯერ კიდევ მოყინულია.