„იუვენტუსის“ ლეგენდარული კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო ფიქრობს, რომ სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, ალექსმა ფეხბურთში შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.
„როგორც ენთუზიასტს, იმედი მაქვს, რომ სეზონის დასრულება მოხერხდება, თუნდაც ზაფხულში, რადგან სეზონის ჩაშლის გადაწყვეტილება რთული მისაღებია და ყველა არ დათანხმდება. ამიტომ, საგანგებო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. იმედი გაქვს, ვირუსთან ბრძოლაში მალე იპოვნიან გამოსავალს
ფეხბურთში დაბრუნება რომელიმე პოზიციაზე? დიახ, ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა სხვა სიტუაცია მაქვს, რომელიც მომწონს. თუმცა ფეხბურთელი ჩემი ვნებაა და ისაა, სადაც თავს კარგად ვგრძნობ. ფეხბურთის შესახებ ყველაფერი ჩემთვის უმთავრესია და დიახ, ვფიქრობდი, მაგრამ მომავალში რა იქნება არ ვიცი“, – განაცხადა დელ პიერომ.