პაულო დიბალას შეყვარებულმა ორიანა საბატინიმ უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს დიბალა ისევ კორონავირუსითაა დაინფირებული. ორიანამ არ იცის ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა.
„დიბალა ისევ დაინფიცირებული არაა. უბრალოდ უნდა დაველოდოთ. მან ბოლო ტესტები გაიკეთა, მაგრამ პასუხი ჯერ არ ვიცით. არც ის ვიცით, საიდან მოვიდა ეს ამბავი, რომ თითქოს დადებითი პასუხი მიიღო.
ჩემს შემთხვევაში ტესტი უარყოფითია, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული არ ვართ. არ გვინდა წინასწარ საუბარი და დავადასტურებთ, როგორც კი ახალი ამბავი გვექნება, ველოდებით“, – თქვა საბატინიმ.