ალესანდრო დელ პიერო მიიჩნევს, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს შორის ყველაზე კარგ ფორმაშია.
„ბალანსი საჭიროა და სარი მას ეძებს. ეს ნიშნავს ვინ თამაშობს, ვინ შედის შეცვლაზე, ფეხბურთელები, რომლებთაც აქვთ გარკვეული თვისებები.
„იუვეს“ შეტევა ხარისხიანია, რონალდუმ გაიტანა, დიბალა ყველაზე კარგ ფორმაშია, კუადრადოც ძალიან კარგად ეხმარება მათ, შეუძლია ბურთის შენარჩუნება და მეტოქეების დაღლა“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუს“ სერია A-ს სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ლიდერობს.