ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 34-ე ტურში „ლაციო“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ სტატისტიკასა და საინტერესო ფაქტებს.
11 – „იუვენტუსმა“ სერია A-ს ბოლო 11 მატჩში მინიმუმ 2 გოლის გატანა მოახერხა, რაც მის ისტორიაში პირველად მოხდა.
30 – კრიშტიანუ რონალდუ „იუვეს“ მესამე ფეხბურთელია ფელიჩე ბორელისა (1933/1934, 31 გოლი) და ჯონ ჰანსენის (1951-1952, 30 გოლი) შემდეგ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატსი ერთ სეზონში მინიმუმ 30 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, 2007-2008 წლების სეზონიდან ტოპ ჩემპიონატებში მერვედ მოახერხა მინიმუმ 30 გოლის გატანა და ასეთი შედეგი სხვას არავის აქვს.
50 – კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში, ლა ლიგასა და პრემიერლიგაში მინიმუმ 50 გოლი გაიტანა.
61 – რონალდუს სერია A-ში 50+ გოლის გასატანად მხოლოდ 61 თამაში დასჭირდა და ანდრეი შევჩენკოს მიღწევა გააუმჯობესა (50 გოლი 68 თამაშში).
13 – მიმდინარე სეზონში „იუვენტუსმა“ და „ლაციომ“ პენალტებით 13 გოლი გაიტანეს, რაც 2004-2005 წლების სეზონიდან მოყოლებული იტალიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
1 – „ლაციომ“ ბოლო 5 თამაშში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა (1 ფრე, 4 წაგება) და ეს არის „ბიანკოჩელესტეს“ ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია 2018 წლის დეკემბრიდან მოყოლებული.
14 – ჩირო იმმობილემ მიმდინარე სეზონში ძელს და ხარიხას ბურთი 14-ჯერ გაარტყა. ამაზე უკეთესი შედეგი ტოპ ჩემპიონატებში არავის აქვს. იგივე შედეგი გააჩნია ლიონელ მესის (14).
100 – დუგლას კოშტამ ყველა ტურნირის ჩათვლით „იუვენტუსში“ მე-100 თამაში ჩაატარა.