ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 34-ე ტურში რომის „ლაციო“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – პირველ ტაიმში იმმობილეს დარტყმის შემდეგ ძელმა გადაარჩინა, პენალტის დროს უძლუერი იყო, ხოლო შემდეგ მილინკოვიჩ-სავიჩის ჯარიმა მოიგერია და გუნდს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა.
კუადრადო 5.5 – ზოგჯერ ძალიან უჭირდა, მას უკეთესი საღამოებიც ჰქონია.
დე ლიხტი 6 – თავზე ყველა ბურთი იყო, მაგრამ იმმობილე ადვილი მეტოქე არ იყო.
ბონუჩი 5 – თითქოს კარგად თამაშობდა, მაგრამ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც პენალტი აიკიდა. უყურადღებო იყო და თამაში დაძაბა, რაც შეიძლებოდა „იუვეს“ უფრო ძვირად დაჯდომოდა.
ალექს სანდრო 6 – თავით ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ ლაძარის გაუმკლავდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ტაიმი ჩაატარა მაღალ დონეზე.
რემზი 6 – როგორც იქნა, ძირითადში მოხვდა. თუმცა, ეს არ ყოფილა საუკეთესო თამაში.
მატუიდი 6 – თამაშში ჩაერთო, რომელიც პრაქტიკულად უკვე მოგებული იყო. მისთვის მნიშვნელოვანი წუთები ითამაშა.
ბენტანკური 5.5 – „იუვეს“ ნახევარდაცვაში ის საუკეთესოა ამ სეზონში. შეიძლება „ლაციოსთანაც“, მაგრამ პირველ ტაიმში სერიოზული შეცდომა დაუშვა და იმმობილეს გატანაში ხელი ძელმა შეუშალა.
რაბიო 6.5 – ის კი, იზრდება. მაგრამ თანაგუნდელებთან შეთამაშება ჯერ კიდევ აკლია.
დუგლას კოშტა 5.5 – კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ თამაშიდან დაიკარგა.
დანილო 5.5 – „იუვეს“ ანგარიშის შენარჩუნებაში უნდა დახმარებობა, მაგრამ ბოლოს ისეთი ჯარიმა აიკიდა, რომ არა შჩესნი ანგარიში 2:2 გახდებოდა.
დიბალა 7.5 – ის სათადარიგო სკამზე უნდა ყოფილიყო, რომ არა იგუაინის ტრავმა გაზურებისას. ძალიან კარგად ითამაშა და ტურინელთა ყველა შეტევა პრაქტიკულად მასზე გადიოდა. მეორე გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა.
რუგანი შ.გ – ის სარიმ მხოლოდ ანგარიშის შესანარჩუნებლად მატჩის მიწურულს შეიყვანა მინდორზე.
რონალდუ 7 – მეორე ტაიმი პენალტით დაიწყო, შემდეგ კი დიბალას პასით დუბლი შეასრულა. 51 გოლი სერია A-ში, 30 მიმდინარ სეზონში – ოქროს ბუცის რიტმი.