მატიას დე ლიხტი „ბარსელონაში“ ჟერარ პიკეს გამო არ გადავიდა. Mundo Deportivo იტყობინება, რომ სანამ ჰოლანდიელი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბაჰამის კუნძულების ძვირადღირებულ სასტუმროში ესპანელ ფეხბურთელს შეხვდა.
მათ შორის არცთუ მეგობრული საუბარი გამართულა. ამის მიზეზდად წყარო იმას ასახელებს, რომ პიკეს ძირითად შემადგენლობაში ადგილისა და კლუბში გავლენის დაკარგვის შეეშინდა.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტს ზაფხულში „ბარსელონაც“ იწვევდა, მაგრამ ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ მაისური მოირგო.