ტურინის „იუვენტუსმა“ მატის დე ლიხტისა და ადრიენ რაბიოს ტრანსფერები პრაქტიკულად დახურა.
Tuttosport-ის ცნობით, 19 წლის ჰოლანდიელის აგენტი მინო რაიოლა ამსტერდამშია და „აიაქსთან“ ბოლო დეტალებს ათანხმებს – რაც მთავარია წარმატებით.
ფეხბურთელი 5-წლინ კონტრაქტს გააფორმებს და ბონუსების ჩათვლით 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (სეზონში). „აიაქსი“ კი 70 მილიონ ევროს მიიღებს.
ყველაფერი წარმატებით ვითარდება რაბიოს შემთხვევაშიც. პარატიჩი პარიზში ჩავიდა, სადაც ბოლო დეტალებს ათანახმებს. მხარეები მხოლოდ 1-ელ ივლისს ელოდებიან, რადგან რაბიო თავისუფალი აგენტი გახდება და ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.
ფრანგი საყრდენი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს და სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს.