მთავარი / სიახლეები / ბონუჩიმ შესაძლოა “იუვე” მეორედ დატოვოს
ბონუჩიმ შესაძლოა “იუვე” მეორედ დატოვოს

ბონუჩიმ შესაძლოა “იუვე” მეორედ დატოვოს

ლეონარდო ბონუჩიმ შესაძლოა „იუვენტუსი“ დატოვოს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, 32 წლის ფეხბურთელის გადაბირება „პარი სენ ჟერმენს“ უნდა და ამისთვის პირველი ნაბიჯიც გადადგა.

პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო იტალიელი მცველის აგენტ ალესანდრო ლუჩის შეხვდა.

მას შემდეგ, რაც პსჟ-მ დე ლიხტის ტრანსფერის წარმატებით დახურვა ვერ მოახერხა, ბონუჩის ყიდვა განიზრახა. შესაძლო გარიგების ფინანსურ მხარეზე არაფერი თქმულა. რთული წარმოსადგენია, რომ დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ ბონუჩიმ „იუვე“ დატოვოს, მაგრამ მართლაც არაა გამორიცხული მეორედ დატოვოს ტურინული გრანდი.

მოტივი? საქმე ისაა, რომ „ბებერმა სინიორამ“ თითქმის წარმატებით დახურა მატის დე ლიხტის ტრანსფერი. მაურიციო სარის განკარგულებაშია დანიელე რუგანი, რომელიც იტალიელი სპეციალისტისთვის ფავორიტ მცველებში მოიაზრება. გარდა ამისა, ტურინელებმა ორი ნიჭიერი მცველის, კრისტიან რომეროსა და მერიჰ დემირალის გაფორმება პრაქტიკულად უკვე მოახერხეს.

გამოდის, რომ ბონუჩის ადგილი შესაძლოა სულ მალე „იუვენტუსში“ აღარ დარჩეს. თუმცა, ვნახოთ, გასცდება თუ არა ეს ამბავი გაზეთის ფურცლებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …