მთავარი / სიახლეები / ვინ არ მინახავს, მაგრამ 19 წლის ასაკში დე ლიხტის მსგავსი არავინ ყოფილა – მარჩელო ლიპი
ვინ არ მინახავს, მაგრამ 19 წლის ასაკში დე ლიხტის მსგავსი არავი ყოფილა - მარჩელო ლიპი

ვინ არ მინახავს, მაგრამ 19 წლის ასაკში დე ლიხტის მსგავსი არავინ ყოფილა – მარჩელო ლიპი

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის მარჩელო ლიპის მოსაზრება იტალიური ფეხბურთის შესახებ ბუნებრივია საინტერესოა და ამიტომაც ხშირად ხვდება გაზეთის ფურცლებზე.

ამჯერად, ლიპის Tuttosport-ი ესაუბრა და ლოგიკურია უმეტესწილად დიალოგი „იუვენტუსზე“ საუბარს დაეთმო:

„სარი – ვფიქრობ, ცვლილების დიდი სურვილი იყო, არამარტო მწვრთნელის, არამედ ფილოსოფიის. ზედიზედ რვა სკუდეტოს შემდეგ გარემოს ახალი სტიმული სჭირდებოდა. სარი არის მწვრთნელი, რომლის გუნდები ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ორი შეხებით თამაში ურთულესია, მაგრამ ის ამას შესანიშნავად აკეთებს. თუმცა, ახლა მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება და გამარჯვებაც უნდა მოიპოვოს. ვფიქრობ, ამას მოახერხებს.

არმგონია, რომ სარი რონალდუს ესაუბრა იმაზე, თუ სად ურჩვენია თამაში, ფლანგზე თუ ცენტრფორვარდად. ის უბრალოდ ელაპარაკა ფეხბურთზე და ამას მეც ყოველთვსი ვაკეთებდი გუნდის ლიდერებთან. ეს ნორმალურია. მესი? შესაძლოა მესი უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ რონალდუ ენიკალურია გოლების გატანაში და ამს ყველა სტილში ახერხებს: აკრობატულ ნახტომში, თავით, შორი მანძილიდან. თუმცა, ცხადია, ორივე უდიდესი ჩემპიონია.

ბუფონის დაბრუნება? არ ვიცი, არ შემიძლია შეფასება. ბუფონი საოცარი ადამიანია და რაც უნდა გააკეთოს, ჩამოყალიბებული ნაბიჯი იქნება.

დე ლიხტი ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია. ვინ არ მინახავს, ნესტა, ბარეზი, მალდინი, ფერარა, კანავარო, მატერაცი – ძალიან ბევრი ბრწყინვალე მცველი მინახავს.  მაგრამ, მსგავს ასაკში ასეთი არავინ ყოფილა. „იუვე“ დე ლიხტთან ერთად უმნიშვნელოვან ნახტომს გააკეთებს ხარისხის თვალსაზრისით. დე ლიხტი ბონუჩისთან და კიელინისთან ერთად შესაძლოა ნამდვილად იყოს გასაღები ძლიერი „იუვეს“ კიდევ უფრო გაძლიერების, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე მიიყვანს.

ჩემი მომავალი? რამდენჯერმე „რომასთან“ ძალიან ახლოს ვიყავი. მათ შორის, წელს, როდესაც დი ფრანჩესკო დაითხოვეს. დამირეკეს, მაგრამ უარი ვუთხარი. მადლობელი ვარ, მაგრამ საკლუბო დონეზე ჩემი კარიერა დასრულებულია. კიდევ ერთი წელი ჩინეთის ნაკრებში ვიმუშავებ და თუ მუნდიალზე ვერ გავალთ, კარიერას დავასრულებ“, – თქვა ლიპიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …