მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “რონალდუმ იუვენტუსში გადასვლა შემომთავაზა”

დე ლიხტი: “რონალდუმ იუვენტუსში გადასვლა შემომთავაზა”

“აიაქსის” ფეხბურთელმა მატის დე ლიხტმა განაცხადა, რომ პორტუგალიისა და ჰოლანდიის მატჩის შემდგომ მასთან კრიშტიანუ რონალდუ მივიდა და “იუვენტუსში” გადასვლა სთხოვა.

“რონალდუმ მითხრა, რომ “იუვენტუსში” გადავიდე. ამ კითხვის მერე მცირე შოკი მქონდა და მხოლოდ გამეღიმა. თავიდან არ ვიცოდი რა პასუხი უნდა გამეცა”, თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ “აიაქსი” ახალგაზრდა ფეხბურთელით დიდი თანხის გამომუშავებას გეგმავს და მის შესაძლო ტრანსფერს არაერთ გრანდთან აკავშირებენ. მათ შორის უცხოურ მედიაში ყველაზე ხშირად კატალონიის “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენზე” იწერება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …