მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ტურინის „იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილი მცველის, ანდრეა ბარძალის „რერაძურიში“ დასაქმება ჰქონდა განზრახული. მოგეხსენებათ, რომ კონტესა და ბარძალის შორის მეგობრული ურთიერთობა დიდი ხანია სუფეს და ანტონიომ მას მილანური კლუბის სამწვრთნელო შტაბში დასაქმება შესთავაზა.
თუმცა, ბარძალიმ კონტეს წინადადება ნეგატიურად მიიღო და უარით გაისტუმრა. იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა „იუვენტუსის“ ახალი მწვრთნელის შტაბში დაიწყებს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ ბარძალი „ბებერი სინიორას“ ღირსებას 2011-2019 წლებში იცავდა და გუნდის სიტორიაში დიდი კვალი დატოვა