მთავარი / სიახლეები / დე ბური: “დე ლიხტი “ბარსელონაში” ან “სიტიში” უნდა გადასულიყო”

დე ბური: “დე ლიხტი “ბარსელონაში” ან “სიტიში” უნდა გადასულიყო”

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რონალდ დე ბურმა მატაის დე ლიხტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლა მისთვის გასაკვირი იყო.

დე ბური მიიჩნევს, რომ დე ლიხტს „ბარსელონა“ ან „მანჩესტერ სიტი“ უნდა აერჩია.

„სერიოზული, ჭკვიანი, კეთილი ბიჭია, არასდროს ნებდბეა, ბევრს მუშაობს და სწავლობს. მას ყოველთვის ჰქონდა დიდი მცველის თვისებები, იცის საიდან მოდის საფრთხე. მახსოვს U14-ში, როდესაც ერთ წელიწადში 30 სმ-ით გაიზარდა სიმაღლეში. „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“ იწვევდნენ, რომლების სათამაშო სისტემა „აიაქსთან“ უფრო ახლოსაა, უფრო ადვილი იქნებოდა იქ ადაპტაცია, ამიტომ გამიკვირდა მისი არჩევანი, როდესაც „იუვენტუსში“ გადავიდა. თუმცა თავის ძალას იტალიაშიც დაამტკიცებს. კიელინის ტრავმის გამო ვწუხვარ, მაგრამ ეს დე ლიხტისთვის ნათლობა იყო“, – აღნიშნა დე ბურმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …