ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ Sportmediaset-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
კლაუდიო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები სეზონის დაუსრულებლად სკუდეტოს არ მიიღებენ.
“სკუდეტო? ვფიქრობ, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები პირველები იქნებიან იმის წინააღმდეგ, რომ ტიტული სეზონის დაუსრულებლად მიიღონ. არცერთმა სპორტსმენმა არ უნდა მიიღოს ასეთი სიტუაცია. თუ სეზონი არ განახლდება, სკუდეტო არავის უნდა გადაეცეს.
არმინდა პოლემიკაში შესვლა, რადგან ლოტიტო სეზონის განახლების მომხრეა, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც არც ცაშია და არც მიწაზე. ჩემპიონატის დასრულების საკითხი არ ეხება მხოლოდ ორ გუნდს, არამედ სხვა გუნდებსაც.
პოგბა? შარშან მქონდა საშუალება შევხვედროდი და ყურში ვუთხარი: „რატომ წახვედი „მანჩესტერში“? უნდა დარჩენილიყავი ან სხვა გუნდში წასულიყავი“. იმედი მაქვს პოლი დაბრუნდება, რადგან ეს კარგი იქნება ორივე მხარისთვის.
რონალდუ? მის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახლა „იუვენტუსის“ ფერებში ვხედავ. ცხადია, ვწუხვარ, რომ მის გვერდით თამაშის შესაძლებლობა არ მომეცა.
დიბალა? ბოლო წლებში აქვს როგორც აღმსასვლა, ისე დაღმასვლა, მაგრამ ეს ნორმალურია. მეორეს მხრივ ის არის ადამიანი, რომელიც ფეხბურთს თამშობს და მისი ყურება შესანიშნავია.
ახალი მარკიზიო? ალბათ ყველაზე მეტად ნიკოლო ბარელა მგავს, შეუძლია მარცხნივ, ასევე მარჯვნივ თამაში მოედნის მთელ ნაწილში“, – თქვა მარკიზიომ.