ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დანილომ „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ (0:2) კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვემ“ შედეგები დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს.
„უნდა მოვუმატოთ, როგორც მოედანზე ტექნიკურად, ისე მენტალურად, რადგან ევროპის საყკეთესო გუნდებთან თამაშში ეს ფუნდამენტურია. უნდა გავიზარდოთ, მაგრამ ახლა მთავაი შედეგებია და არ შეიძლება ამდენი წარუმატებელი თამაშის ჩატარება“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 1 ნოემბერს, „სპეციასთან“ გამართავს.