ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონასთან“ საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო და ძალიან ცუდი ფეხბურთი აჩვენა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6.5 – დემბელეს გოლის დროს კიეზას რიკოშეტის გამო არაფერი შეეძლო, ისევე, როგორც პენალტისას. პირველ ტაიმში გრიზმანის ეპიზოდში ბრწყინვალე იყო.
კუადრადო 6 – ყველაზე მეტად ალბათ ის აქტიურობდა, მაგრამ პედრიმ ბევრი პრობლემა შეუქმნა.
დემირალი 5.5 – თამაში საშინელი შეცდომით დაიწყო და ბურთი მესის ჩააბარა. შემდეგ ოდნავ გამოასწორა, მაგრამ ორჯერ გააფრთხილეს და გააძევეს.
ბონუჩი 6 – მისი თამაში იყო, მაგრამ თავიდანვე მესის მაგარი ვარდნა გაუკეთა და დაამტკიცა, რომ მზად იყო. კონცენტრირებული იყო, დემირალთან შედარებით ბევრად უფრო კარგად ითამაშა.
დანილო 5.5 – წინა მატჩებთან შედარებით ნაკლებად ყოჩაღი იყო.
ბენტანკური 5.5 – მისგან მორიგი ჩაგდებული თამაში და პიანიჩთან წაგებული დუელი ვიხილეთ.
რაბიო 5 – საშინელი თამაში ჩაატარ, ძალიან ბევრი არაზუსტი გადაცემა გააკეთა.
ბერნადერსკი 5 – თამაშის გასაძლიერებლად შემოვიდა, დემირალის გაძევების გამო მარცხენა მცველად დადგა და პენალტი აიკიდა. საინტერესოა რა ხდება მის თავს…
კულუშევსკი 5 – ცუდად არ დაუწყია, მაგრამ ყოველთვის არაზუსტ გადაწყვეტილებებს იღებდა. ბოლოს სიმშვიდეც დაკარგა.
მაკკენი შ.გ – ის კორონავირუსის შემდეგ პირველად დაბრუნდა.
დიბალა 5 – ხშირად უცვლიდა კულუშევსკის ადგილს, მთლიანობაში მისგან ხიფათი არ შექმნილა და ჩაკარგული იყო.
კიეზა 5 – ცუდად ითამაშა. არასწორად უტევდა და დაცვაშიც გუნდს ნორმალურად ვერ ეხმარებოდა. ბევრს შრომობს, მაგრამ შედეგი არ აქვს. პირველ ტაიმში ბურთი დაკარგა, რის შედეგადაც „იუვე“ მეორე გოლს ძლივს გადაურჩა.
მორატა 6 – ის კვლავ ცდილობს. სამი გოლი გაუუქმეს, რამდენიმე სანტიმეტრის გამო. უცნაურია, სეზონში თამაშგარის გამო უკვე 5 გოლი არ ჩაუთვალეს.
პირლო 5 – „იუვე“ მშენებლობის პროცესშია, მაგრამ კრიზისში მყოფ „ბარსასთან“ პირველი ტაიმი პირწმინდად წააგო. მეორე ტაიმშიც უკეთესი არაფერი მომხდარა. „იუვე“ ვერ ვითარდება.