ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ნაპოლისთან“ იტალიის სუპერთასის მატჩამდე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, დიდი დანაკლისის მიუხედავად მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთონ და ფეხბურთელების არყოფნა ალიბი არ არის.
„ბოლო თამაშთან შედარებით რაღაც განსხვავებული უნდა გავაკეთოთ. თავიდან ბოლომდე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ამ თამაშებში სითამამე გვჭირდება, მაგრამ სხვა მატჩებში უკვე ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. საბედნიეროდ, დაუყოვნებლივ თამაში გვაქვს, ეს არის შესაბამისი თამაში იმის დემონსტრირებისთის, რაც არ გვინდა, არამედ ის, რაც ვართ.
ჩვენ ვისაუბრეთ დანაკლისზე. ჩვენ არ ვართ ალიბებზე და საბაბზე სალაპარაკოდ. შემადგენლობა კონკურენტუნარიანია. ცხადია, ვინც აქ არ არის, გვაკლია, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი გაიღონ ამ თამაშში მოსაგებად.
გვაქვს მუშაობის და გაუმჯობესების დიდი სურვილი. სამ დღეში ერთხელ თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ვცდილობთ ვიმუშაოთ. როდესაც საკუთარ თავში დარწმუნებული ვიქნებით, უფრო მეტი სიმშვიდე იქნება უკეთ სამუშაოდ. ვიცით, რომ შედეგები კარგი არ არის, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდეს. არსებობს გაუმჯობესების სურვილი. მატჩები „ბარსელონასთან“ და „მილანთან“? კარგი ამოსავალი წერტილია, რადგან კარგად ვითამაშეთ და მეტოქეზე წეზოლა მოვახდინეთ. აქედან უნდა დავიწყოთ ენერგეტიკის და საქმის გაუმჯობესება“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩი 20 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.