ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ნაპოლისთან“ იტალიის სუპერთასის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მან ვრცლად ისაუბრა და სხვადასხვა საკითხებს, გუნდის მდგომარეობას, ფეხბურთლებს და კრიტიკას შეეხო.
„ნაპოლი“ ძლიერი გუნდია, ეს შარშან გატუზოს მოსვლის შემდეგაც დამტკიცდა. ბურთით კარგად თამაშობენ, ტექნიკურები არიან და ყურადღებით უნდა ვიყოთ. ეს არის „იუვე“ – „ნაპოლის“ და არა პირლო – გატუზოს თამაში. ეს ორი გუნდია, რომლებმაც დაიმსახურეს აქ ყოფნა, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. როგორ შევუტევთ? ამ დილით რამდენიმე ვარიანტზე ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, ხვალ თამაშში გადავიტანთ. ისინი ძალიან მჭიდროდ იცავენ თავს და უნდა ვიყოჩაღოთ.
შჩესნი ითამაშებს. ბუფონს რამდენიმე პრობლემა აქვს, მაგრამ ეს მანამდეც გადაწყვეტილი მქონდა. დიდი სურვილი გაქვს მოედანზე დიდი მონდომებით დავბრუნდეთ, რომ სახლში თასი წავიღოთ ძალიან ცუდი მარცხის შემდეგ. რას შევცვლიდი „ინტერთან“ მატჩში? როცა წააგებ, არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. საბედნიეროდ, დაუყოვნებლივ გვაქვს თამაში და მოდით ვიფიქროთ პოზიტიურზე, რისი გაკეთება შეგვიძლია ხვა. სხვა დამოკიდებულება დაგვჭირდბა, რადგან ფეხზე წამოდგომა გვსურს.
დემირალს რამდენიმე კვირა პრობლემა ჰქონდა, ახლა განმეორდა და რამდენიმე დღე ვერ ითამაშებს. კულუშევსკი თავდასხმაში? შეიძლება იყოს ეს გამოსავალი, ვნახოთ ვინ უკეთ აღიდგენს ძალებს.
გონება უნდა გავითავისუფლოთ, გაგვიმართლა, რომ დაუყოვნებლივ ვთამაშობთ. დიდი სურვილი გვაქვს დავამტკიცოთ, რომ არ ვართ ის, რაც კვირას გამოჩნდა. „ინტერთან“ მატჩის შემდეგ ყველაფერს ანალიზი გავუკეთეთ, რთული მომენტია, როგორც ყოველთვის წაგების შემდეგ.მაგრამ ახალი თამაში გვაქვს და დიდი ენერგიით ვხვდებით.
ფინალებს გამარჯვებისთვის თამაშობენ და ჩვენ აქ ამისთვის ვართ. 9 წელი ტყუილად ვერ მოიგებ. შეიძლება იყოს რამდენიმე დამაბნეველი თამაში, მაგრამ ამბიციები ყოველთვის იგივე რჩება და ჩვენ ზედიზედ მეათე სკუდეტოსთვისაც ვიბრძოლეთ. ვცდილობთ მოთამაშეებმა გამოავლინონ საუკეთესო თვისებები და ვაჩვენოთ მოედანზე.
ამ სიტუაციას შეჩვეული ვარ, ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც მეტისმეტად აკრიტიკებენ. მირჩევნია თავს მე დამესხან. ყოველთვის მზად ვარ ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო. ჩემი ფეხბურთელები ჩემპიონები არიან და იციან რა გააკეთონ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩი 20 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.