ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ კარგადაა.
„თქვენ წაიკითხავდით ინფორმაციას და ამიტომ მინდა დაგამშვიდოთ, ვინც ჩემზე ნერვიულობს – კარგად ვარ. ყველას მოვუწოდებ დაიცვან წესები. მოდით ეს გავაკეთოთ საკუთარი თავებისთვის, საყვარელი ადამინებისთვის და გარშემომყოფებისთვის“, – დაწერა ტვიტერში რუგანიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ კარანტინში გადავიდა და რუგანი სერია A-ს პირველი ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.