ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იტალიაში მანამ არ დაბრუნდება, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.
პორტუგალიელი მადეირაში იმყოფება, სადაც დედის სანახავად „ინტერთან“ მატჩის შემდეგ წავიდა. თუმცა, დანიელე რუგანის ინფიცირების შემდეგ კლუბთან შეთანხმებით, რონალდუ სამშობლოში დარჩება.
ტურინში კი მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, როდესაც ვითარება დარეგულირდება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ კარანტინში გადავიდა.