ტურინის „იუვენტუსი“ გუნდით და მთელი პერსონალით კარანტინში გადავიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
მიზეზი დანიელე რუგანის კორონავირუსის დადებითი ტესტია. ჯერჯერობით უცნობია აღენიშნება თუ დაინფიცირება მასთან კონტაქტში მყოფ სხვა ადამიანებს.
ამრიგად, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში „ლიონს“ ვერ დაუპირისპირდება.
ტურინელთა გარდა კარანტინში მილანის „ინტერიც“ გადავიდა, რომელთანაც „იუვემ“ კვირას ითამაშა და რუგანის მილანელ ფეხბურთელებთანაც ჰქონდა შეხება.