ვეტერან ბრაზილიელ ფეხბურთელ დანი ალვეშს ინსტაგრამის მეშვეობით ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჰკითხა, თუ რატომ დატოვა „იუვენტუსი“. ალვეშმაც მას უპასუხა და ეს პასუხი ინსტაგრამსთორიში გამოაქვეყნა.
„მათ მითხრეს, რომ თამაშის სტილს შეცვლილდნენ, მაგრამ ეს სიმართლე არ გამოდგა“, – თქვა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „იუვენტუსში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა და 33 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.