ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი გამოჯანმრთელდა და შესაბამისად, გუნდს დაუბრუნდა.
ბონუჩი სანაკრებო შეკრებაზე კორონავირუსით დაინფიცირდა და მას მერე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. გამოცდილი მცველი „იუვეს“ ბოლო სამ თამაშში დააკლდა.
ბონუჩი გუნდთან ერთად ხვალიდან ვარჯიშს დაიწყებს და „ატალანტასთან“ მატჩისთვის მოემზადება.
Covid 19 | Guarito @bonucci_leo19 https://t.co/4rEJcuXMM1 pic.twitter.com/KkdpjI12xM
— JuventusFC (@juventusfc) April 12, 2021