უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა „იუვენტუსზე“ ირონიული კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სუპერლიგაში მხოლოდ „იუვე“ და „რეალი“ ითამაშებენ.
„დღეს ერთი კლუბისგან სუპერლიგის მატჩების განრიგი მივიღე და ძალიან სახალისოა: ყოველდღე მხოლოდ „იუვენტუსი“ და „რეალი“ ითამაშებენ. ბევრი რამ მოხდა, მაგრამ წინ კიდევ ბევრ სიახლეს ველოდები. ჩვენ 247 გუნდიდან 245 („რეალის“ და „იუვეს“ გარდა) მხარში გვიდგას, არაფერს გამოვრიცხავთ, იურისტები მუშაობენ საკითხზე. მათ აქვთ შანსი შეცდომა გააცნობიერონ და საზღაური გადაიხადონ“, – თქვა ჩეფერინმა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი სუპერლიგის შექმნის გამო საფეხბურთო სამყაროს კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული.
ამ ეტაპზეისე ჩანს, რომ ანდრეა ანიელის პრეზდენტობის პერიოდში „იუვენტუსისთვის“ უეფასთან სიტუაციის დალაგება ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელი იქნება.