პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონიეკმა ანდრეა ანიელიზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პოლონელი „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელია, მაგრა კლუბთან და ქომაგებთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვს.
„მირჩევნია ანიელიზე არ ვისაუბრო, მან „ალიანც სთედიუმიდან“ ჩემი ვარსკლავი აიღო, რომელიც იმის გამო დავიმსახურე, რაც „იუვენტუსში“ გავაკეთე. მე მასზე ათასი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ მირჩევნია არ ვილაპარაკო, ჩუმად ვიყო და ყველაფერს თავი დავანებო.
სუპერლიგა უკვე არსებობს და მას ჩემპიონთა ლიგა ჰქვია. ის საუკეთესო გუნდები თამაშობენ, რომლებიც საგზურს სპორტული დამსახურებთ იღებენ“, – თქვა ბონიეკმა.
შეგახსენებთ, რომ როდესაც „ალიანც სთედიუმი“ აშენდა, სტადიონთან 50 ფეხბურთელის ვარსკვლავი გაიხსნა. მათ შორის იყო ბონიეკის ვარსკვლავი, რომელიც „იუვეში“ მართლაც შესანიშნავად თამაშობდა, მაგრამ შემდეგ „რომაში“ გადავიდა. ბონიეკის ვარსკვლავის გახსნა ტიფოზებმა გააპროტესტეს და კლუბი ის აიღო, ხოლო მის ნაცვლად ვარსკლავი ედგარ დავიდსს გაუხსნა.