მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 41)

ტრანსფერები

“იუვე” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას „იუვენტუსს“ ისევ უკავშირებენ. ესპანური Todofichajes.com-ის ინფორმაციით, „ბიანკონერი“ და „სევილია“ ყველაზე მეტად აქტიურობენ. „იუვე“ მზადაა 20 წლის ქართველ ფეხბურთელში „რუბინს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს და ბრძოლაში „სევილია“ დაამარცხოს. იტალიური Tuttojuve ამ ინფორმაციას ადასტურებს და წერს, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

დონარუმა და საული “იუვენტუსის” ინტერესის სფეროში

ტურინის „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერში ერთვება. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბს მეკარის შეძენის აუცილებლობა არ უდგას, მაგრამ დონარუმას უფასოდ დამატების შესაძლებლობამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. ჯიჯო მხოლოდ 22 წლისაა და იტალიელია, რასაც ემატება ფაქტი, რომ ის 35 დღეში თავისუფალი აგენტი ხდება და სწორედ ამან შესაძლოა „იუვეს“ მისი დამატება გადააწყვეტინოს. რა თქმა უნდა, დონარუმას …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ლოკატელისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა მანუელ ლოკატელის დამატება ვეღარ მოახერხოს. იტალიური მედიის ცნობით, 23 წლის ნახევარმცველით დონეცკის „შახტარია“ დაინტერესებულია. უკრაინული გუნდის მთავარ მწვრთნელად რობერტო დე ძერბი დაინიშნა, რომლის სახელსაც უკავშირდება ლოკატელის პროგრესი. თვითონ ფეხბურთელს უკრაინაში გადაბარგების პერსპექტივა არ ხიბლავს, მაგრამ ფინანსურმა კუთხემ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. „სასუოლო“ ლოკატელიში 40 მილიონ ევროს ითხოვს, რისი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვემ” დუგლას კოშტა “გრემიოში” გაანათხოვრა

ტურინის “იუვენტუსმა” დუგლას კოშტა კიდევ ერთხელ გაანათხოვრა. ამჯერად ბრაზილიურ “გრემიოში”. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. კოშტამ ეს სეზონი იჯარით “ბაიერნში” გაატარა, სადაც თავი ვერაფრით გამოიჩინა და კლუბი დღეს დატოვა, ამიერიდან კი “გრემიოსთვის” გაირჯება. თუმცა, მისი სატრანსფერო უფლებები ისევ “იუვენტუსის” ხელში რჩება. ბრაზილიელმა ტურინულ გრანდში 2017-2020 წლებში 103 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მანუელ ლოკატელისთვის ისევ იბრძვის

ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროში იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი ისევ იმყოფება. ამის შესახებ Calciomercato წერს. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, ოთხშაბათს, „იუვეს“ წამომადგენლები რეჯიო ემილიაში „სასუოლოს“ წარმომადგენლებს შეხვდებიან. ტურინული გრანდი ოთხშაბათს რეჯიო ემილიაში იტალიის თასის ფინალში ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდება. ლოკატელისთვის ბრძოლაში „იუვენტუსი“ მარტო არ არის. ფეხბურთელით „მანჩესტერ სიტი“, პსჟ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ჩალჰანოღლუს დამატებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თურქეთის ნაკრებისა და „მილანის“ თურქი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ დაიმატოს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. „იუვე“ ჩალჰანოღლუს ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს სთავაზობს, „მილანი“ კი ოთხზე მეტის გადახდას არ აპირებს და ნახევარმცველიც მზადაა ტურინში გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ჩალჰანოღლუს „როსონერისთან“ კონტრაქტი ეწურება …

სრულად წაკითხვა »

ხოსე გაია “იუვენტუსი” ინტერესის სფეროშია

ტურინის „იუვენტუსი“ „ვალენსიასა“ და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველით, ხოსე გაიათი დაინტერესდა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს თანახმად, „ღამურების“ ფეხბურთელით ყველაზე მეტად „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და მადრიდის „ატლეტიკო“ არიან დაინტერესებულნი. 25 წლის მცველი „ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში ჩატარებულ 258 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. გაია ესპანეთის ნაკრების წევრი …

სრულად წაკითხვა »

დონარუმას ტრანსფერი რეალურ სახეს იღებს

ტურინის „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე შეტევას აძლიერებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბის წარმომადგენლები მინო რაიოლას შეხვდნენ და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. „მილანი“ მეკარისთვის 8 მილიონ ევროზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს, რაც კონტრაქტის განახლებას ხელს უშლის, ხოლო „იუვენტუსი“ მზადაა მისი სახელფასო მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თუ ტრანსფერი შედგა, ჯიჯო „იუვეში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. თუმცა, არსებობს …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” და “ატლეტიკომ” შესაძლოა დიბალა და მორატა გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატა შესაძლოა პაულო დიბალაში გაცვალოს. ამჟამად ორივე ფეხბურთელი ტურინულ გუნდში თამაშობს, მაგრამ მორატას საიჯარო ხელშეკრულება ეწურება. ესპანელის გამოსყიდვა „იუვეს“ 45 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ ეს ფინანსური კრიზისის დროს საკმაოდ დიდი თანხაა და ამიტომაც, გუნდებმა ბარტერზე ფიქრობენ. აღსანიშნავია, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დიბალას ტრანსფერით დაინტერესებულია, …

სრულად წაკითხვა »

იტალიური მედია: კვარაცხელია “იუვენტუსთან” ძალიან ახლოსაა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ალბათობით, ზაფხულში ტურინის „იუვენტუსი“ შეიძენს. ინფორმაციას italy24news.com-ი Juventusnews24-ზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს თანახმად, ფაბიო პარატიჩის 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ყიდვა გადაწყვეტლი აქვს და რუსულ კლუბს მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროსაც გადაუხდის. თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს უნდა მოიპოვოს, რათა …

სრულად წაკითხვა »