ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატა შესაძლოა პაულო დიბალაში გაცვალოს. ამჟამად ორივე ფეხბურთელი ტურინულ გუნდში თამაშობს, მაგრამ მორატას საიჯარო ხელშეკრულება ეწურება.
ესპანელის გამოსყიდვა „იუვეს“ 45 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ ეს ფინანსური კრიზისის დროს საკმაოდ დიდი თანხაა და ამიტომაც, გუნდებმა ბარტერზე ფიქრობენ.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დიბალას ტრანსფერით დაინტერესებულია, რამაც შესაძლოა ყველაფერს ხელი ძალიან შეუწყოს.
შეგახსენებთ, რომ დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და გუნდს ახალ ხელშეკრულებაზე ვერ უთანხმდება, რაც ზაფხულში მისი წასვლის შანსს კიდევ უფრო ზრდის. პაულო „იუვენტუსმა“ 2015 წელს „პალერმოდან“ შეიძინა, მაგრამ მისთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებელი გამოდგა და ტრავმების გამო დიდი ნაწილი გამოტოვა.