მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 42)

ტრანსფერები

“იუვენტუსს” დონარუმას აქტიურად უკავშირებენ

იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, ნიჭიერი კარის დარაჯის აგენტი მინო რაიოლა ტურინში იმყოფებოდა და „ბებერი ქალბატონის“ წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი თემა დონარუმას საკითხიც იყო. მას „მილანთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. „როსონერი“ მეკარეს ხელფასის სახით მაქსიმუმ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ალექს სანდროს ემერსონში გაცვლა სურს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ბევრ შესაძლო გაცვლაზე ფიქრობს და ერთ-ერთი მარცხენა მცველის პოზიციაა. Calciomercato-ს ცნობით, არსებობს ალექს სანდროსა და ემერსონ პალმიერის გაცვლის იდეა. ორივე მარცხენა მცველია, ორივე ბრაზილიელი, თუმცა, ემერსონი იტალიის ნაკრებში თამაშობს, მისი ხელფასი გაცილებით ნაკლებია და ასაკითაც უფრო ახალგაზრდაა. ტურინელები „ჩელსის“ ფეხბურთელით დიდი ხანია არიან დაინტერესებულნი. ალექს სანდრო კი …

სრულად წაკითხვა »

Sport: “იუვენტუსი” და “ბარსელონა” აგუეროსთვის იბრძვიან

ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩასაგდებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ იბრძვიან. კატალონური გამოცემის ვერსიით, „იუვე“ კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვაზე მუშაობს და ახალ თავდამსხმელებს ეძებს, მათ შორის, ერთ-ერთი აგუეროა. არგენტინელი ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა, მას ხელფასის სახით საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვს. 33 …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” კინი- დემირალის ბარტერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინის დაბრუნება სურს. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. კინი ამჟამად პსჟ-ში თამაშობს, მაგრამ ლივერპულის „ევერტონის“ საკუთრებაშია და შესაბამისად, ინგლისურ გუნდს უნდა მოელაპარაკოს. „ევერტონი“ იტალიელ ფორვარდში 50 მილიონ ევროს ითხოვენ და Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ „იუვე“ მზადაა მერიჰ დემირალი შესთავაზოს ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობას, სანაცვლოდ კი კინი …

სრულად წაკითხვა »

“მანჩესტერმა” და “იუვემ” შესაძლოა ნახევარმცველები გაცვალონ

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ადრიენ რაბიოს დამატება სურს და მზადაა „იუვენტუსს“ ბარტერი შესთავაზოს. Don Ballon-ის ცნობით, ინგლისელები დონი ვან დე ბეეკის ტურინში გაშვებაზე თანახმა იქნებიან. ორივე ფეხბურთელის ღირებულება დაახლოებით 30-35 მილიონი ევროა. რაბიო „იუვენტუსის“ ძირითადში მუდმივად თამაშობს, მაგრამ მისი თამაშით არც ისე კმაყოფილები არიან. ვან დე ბეეკმა „მანჩესტერის“ ძირითადში დამკვიდრება ვერ მოახერხა …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩიმ მორატასა და დიბალას კონტრაქტების შესახებ ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ალვარო მორატასა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ არ უარყო, რომ დიბალას გაყიდვა გამორიცხული არ არის, რაც ტრანსფერის ალბათობაზე ჭორებს კიდევ უფრო გააძლიერებს. „მორატას შემთხვევაში ბევრი კარია ღია. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თავიდანვე გამოვისყიდოთ ან იჯარა გავაგრძელთ. ეს არის …

სრულად წაკითხვა »

Tuttosport-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე და “იუვეზე”: “ის შეეფერება ახალგაზრდულ გეგმას”

ტურინის „იუვენტუსი“ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებულია. ინფორმაციას Tuttosport- ავრცელებს, რომელიც ქართველი ფეხბურთელისა და „ჯენოას“ უზბეკი თავდამსხმელის, ელდორ შომუროდოვის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ხვიჩას მონაკვეთში ტურინული გაზეთი წერს: „განსხვავებული სიტუაციაა კვარაცხელიასთან (შომუროდოვთან შედარებით – რედ), რომელიც საოცარად ხარისხიანი გარემარბია და ფაბიო პარატიჩის სტილის შენაძენი იქნება. ქართველი ნიჭიერია და აქვს ბრწყინვალე ტექნიკა და ფიზიკური …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” და “მილანმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები ფედერიკო ბერნარდესკისა და ალესიო რომანიოლის ბარტერზე სერიოზულად ფიქრობენ. ამ ბარტერს რამდენიმე ფაქტორი ხელს უწყობს: ორივე ფეხბურთელს ერთი აგენტი ჰყავს (მინო რაიოლა), ორივეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურებათ და არცერთს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს, შესაბამისად, მათთან ხელშეკრულების განახლება …

სრულად წაკითხვა »

ჩალჰანოღლუ შესაძლოა “იუვენტუსში” გადავიდეს

„მილანის“ ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. Sky Sport-ის ინფორმაციით, თურქი ფეხბურთელი „როსონერისთან“ კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. უფრო მეტიც, მოლაპარაკებები შეჩერდა და დიდი შანსია, მან „როსონერი“ ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. გამოცემა წერს, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტია, რომ ჰაკანი „იუვენტუსში“ გადავა და ფავორიტი იქნება მისთის ბრძოლაში. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

რუსული მედია: “იუვეს” წარმომადგენლები ხვიჩას აგენტს იტალიაში შეხვდებიან

რუსული Match TV-ს ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ტელეგრამში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მან დაწერა, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს მომავალში იტალიაში გაფრინდება. ის აპენინის ნახევარკუნძულზე „იუვენტუსის“ და „მილანის“ წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე დაინტერესებულია კიდევ ერთი იტალიური გუნდი „ნაპოლიც“. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. როგორც რუსული მედია წერს, თბილისში ორივე იტალიური გრანდის …

სრულად წაკითხვა »