მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 39)

ტრანსფერები

“რომა” დემირალით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველის, მერიჰ დემირალის მიმართ ინტერესს „რომა“ იჩენს. Sky Sport-ის ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა „იუვესთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს. თუმცა, ტურინელები დემირალს 40 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც ტრანსფერს შეაფერხებს, რადგან „ჯალოროსი“ ამ თანხის გადახდის არ აპირებს. დემირალის „იუვენტუსიდან“ წასვლაზე ბოლო დროს აქტიურად იწერება. თურქმა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება …

სრულად წაკითხვა »

ჯანლუკა ფრაბოტა “იუვენტუსს” ტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯანლუკა ფრაბოტა კარიერას სავარაუდოდ „ჯენოაში“ გააგრძელებს. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. 22 წლის ფეხბურთელი გენუელთა რიგებს იჯარით შეუერთდა და „ჯენოას“ გამოსყიდვის უფლებაც ექნება. შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ფრაბოტა „იუვენტუსის“ მთავარ გუნდში გასულ სეზონში გამოჩნდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ლოკატელის ტრანსფერთან ახლოსაა

„იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელის ტრანსფერს მიახულოვდა. ფედერიკო კერუბინისა და ჯოვანი კარნევალეს შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა და ორივე მხარემ დაადასტურა ტრანსფერის მზაობა. „სასუოლო“ თანახმაა გარიგებაში რუმინელი მცველი რადუ დრაგუშინი მიიღოს და გარდა ამისა, კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის მიღება სურთ, მაგრამ ჯერ რომელი, ეს გადაწყვეტილი არაა, მაგრამ სავარაუდოდ, მხარეები იოლად მორიგდებიან. „იუვენტუსის“ ფორმულა ამ …

სრულად წაკითხვა »

დი მარციო: “ლოკატელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ წარმომადგენლებს შორის მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე შეხვედრა გაიმართა. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, მოლაპარაკებები ოფიციალურად დაწყებულია და მომდევნო კვირაში მხარეები კიდევ ერთხელ შეხვდებიან, სადაც ტრანსფერის ფორმულაზე, ფინანსურ დეტალებზე და ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრებს. ტრანსფერს საფუძველი უკვე ჩაეყარა, მაგრამ ჯერ ტრანსფერი დახურული არ არის და მხარეები საუბარს …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლოს” დირექტორი: “იუვესთან” ლოკატელის გამო შეხვედრა მალე შედგება”

„სასუოლოს“ გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში მანუელ ლოკატელის გამო „იუვენტუსის“ წარმომადგენლებს შეხვდება. თუმცა, ისიც თქვა, რომ ამ ეტაპზე წინადადებები ლოკატელის ტრანსფერზე მხოლოდ არაიტალიური გუნდებისგან აქვთ მიღებული. „ბოლო წლებში მან „სასუოლოში“ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, განსაკუთრებით ხასიათის თვალსაზრისით. ჩვენ ის „მილანიდან“ 12 მილიონ ევროდ შევიძინეთ, ეს მნიშვნელოვანი თანხაა. მისი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” და “სასუოლოს” წარმომადგენლები ლოკატელის ტრანსფერზე შეხვდებიან

ტურინის „იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას სერიოზულად იწყებს. ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ამ კვირაში პირველი ნაბიჯის გადადგმაა მოსალოდნელი „სასუოლოსთან“ მოლაპარაკებების დასაწყებად. კლუბების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან. ამ ეტაპზე არაოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ „იუვე“ მზადაა 30 მილიონი ევრო და რადუ დრაგუშინი დათმოს. ამას შესაძლოა ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელიც დაუმატოს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ლოკატელის გამო “სასუოლოსთვის” პირველი შეთავაზება გაამზადა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ სამიზნედ მანუელ ლოკატელი რჩება და იტალიური მედიის ცნობით, მზადაა პირველი შეთავაზება, რომელსაც „სასუოლო“ მიიღებს. 30 მილიონი ევრო და პლუს ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი – ასეთია ტურინელთა წინადადება. სავარაუდოდ, „იუვე“ მზადაა რუმინელი მცველი რადუ დრაგუშინი დათმოს, რომელიც „სასუოლოს“ ძალიან მოსწონს. თუმცა, „სასუოლო“ ლოკატელიში ევროპის ჩემპიონატამდე მინიმუმ 40 მილიონ ევროს …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” მორატასთან საიჯარო ხელშეკრულება გაახანგრძლივა

ტურინის “იუვენტუსმა” ალვარო მორატასთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ტურინული გუნდის ვებგვერდის ცნობით, ესპანელი “ალიანც სთედიუმზე” 2021-2022 წლების სეზონშიც ითამაშებს. მორატას იჯარა 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ “ატლეტიკოსთან” შეთანხმების საფუძველზე, ის ერთი წლით განახლდა. გარიგების ღირებულებამ 10 მილიონი ევრო შეადგინა. ალვარო მორატას “იუვეში” 2014-2016 და 2020-2021 წლებში 137 თამაშში 47 გოლი აქვს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ტოლისოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ კორენტინო ტოლისოსთან მოლაპარაკებები დაიწყო. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. მასიმილიანო ალეგრი ფრანგი ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია და მის გადაბირებას ჯერ კიდევ 2017 წელს ცდილობდა, სანამ „ბაიერნში“ გადავიდა. გერმანული გუნდი წინააღმდეგი არაა ტოლისო გაასხვისოს. ტურინელთა მთავარი სამიზნე ნახევარდაცვაში ისევ მანუელ ლოკატელია, მაგრამ ტოლისო …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ “იუვენტუსიდან” წასვლა არ გამორიცხა

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსიდან“ წასვლას არ გამორიცხავს. როგორც მან პორტუგალიის ნაკრების პრესკონფერენციაზე განაცხადა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ის საუკეთესო არჩევანი იქნება. “რაც არ უნდა მოხდეს, საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებ, მიუხედავად იმისა, დავრჩები თუ არა „იუვენტუსში“. მშვიდად მძინავს, ახლა მთავარი ევროპის ჩემპიონატია, ის ჩემთვის მეხუთეა, მაგრამ ისე ვუდგები, როგორც პირველს, მინდა ახლა …

სრულად წაკითხვა »