საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ალბათობით, ზაფხულში ტურინის „იუვენტუსი“ შეიძენს. ინფორმაციას italy24news.com-ი Juventusnews24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ფაბიო პარატიჩის 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ყიდვა გადაწყვეტლი აქვს და რუსულ კლუბს მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროსაც გადაუხდის.
თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს უნდა მოიპოვოს, რათა ტრანსფერებისთვის ფულის გამოყოფა მოახერხოს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 23 მატჩშ 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.