მთავარი / სიახლეები (გვერდი 664)

სიახლეები

15 იუვენტინო ეროვნულ ნაკრებებში

მსოფლიო ფეხბურთში მომდევნო 10 დღის განმავლობაში წინა პლანზე სანაკრებო ფეხბურთი გადმოიწვეს. „იუვენტუსიდან“ თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში 15 ფეხბურთელია მიწვეული. იტალია რობერტო მანჩინიმ „სკუადრა აძურაში“ ლეონარდო ბონუჩის, ჯორჯო კიელინის, ლეონარდო სპინაცოლას, მოიზე კინს, ფედერიკო ბერნარდესკისა და მატია პერინს უხმო. იტალია ევრო 2020-ის საწყის ორ მატჩს უდინესა და პარმაში შესაბამისად, ფინეთისა და ლიხტანშტაინის …

სრულად წაკითხვა »

“ჯენოა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ჯენოასთან“ (0:2) დამარცხდა და გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით: პერინი 6 – პირველ ტაიმში ორი მაგარი სეივი შეასრულა, სანაბრიასა და რომეროს დარტყმების შემდეგ. თუმცა, სტურაროს ეპიზოდში რეაგირება დააგვიანა და ანგარიში გაიხსნა. კასერესი 6 – დასაწყისშივე ყვითელი ბარათი მიიღო. …

სრულად წაკითხვა »

უეფამ რონალდუს საქმის განხილვა დაიწყო

უეფამ კრიშტიანუ რონალდუს საქმის განხილვა დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. სადისციპლინო კომიტეტი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ნაჩვენებ ჟესტზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას 21 მარტს გაასაჯაროვებს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ქმედებისთვის მანამდე დიეგო სიმეონე მხოლოდ 20 ათასი ევროთი დაჯარიმეს, პორტუგალიელს შესაძლოა უფრო მკაცრი განაჩენი გამოუტანონ – დისკვალიფიკაცია. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ “ატლეტიკოსთან” მესამე გოლი ემოციურად, …

სრულად წაკითხვა »

სტურარო: “იმედია “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა სტეფანო სტურარომ, რომელმაც დღეს ტურინელთა კარში გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. „იმედია „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექი განსაკუთრებული იყო, ტიფოზებმა დიდი სიამოვნება მიიღეს. გოლი? ფანტასტიკური იყო, რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი რაც გავაკეთე. ამაზე უკეთესი დაბრუნების წარმოდგენა …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “მენტალურად ძალიან რთული თამაში იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ჯენოასთან“ (0:2) წაგების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, წაგება სასიამოვნო არაა, მაგრამ „ატლეტიკოსთან“ მატჩის მერე, განსაკუთრებით მენტალურად, თამაში ძალიან რთული იყო. „წაგება სასიამოვნო არასდროს არაა. სამშაბათის შემდეგ ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. განსაკუთრებით ფიზიკური და მენტალური თვალსაზრისით. დღეს ჩვენი თამაში საერთოდ არ გვითამაშია. ახლა პაუზით …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ეს დრამა არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ჯენოასთან“ სერია A-ში პირველი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მარცხი სამწუხაროა, მაგრამ ამისგან დრამის შექმნა არ შეიძლება. „ეს დრამა არაა, მაგრამ ვწუხვართ, რადგან გვინდოდა, რომ სეზონი წაუგებლად დაგვესრულებინა. ჩემპიონთა ლიგის მატჩმა რა თქმა უნდა, გავლენა იქონია. პირველ ტაიმში ორჯერ ძალიან გავრისკეთ, მეორე …

სრულად წაკითხვა »

პირველი მარცხი სერია A-ში

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 28-ე ტურში „ჯენოას“ ესტუმრა და სწორედ „ლუიჯი ფერარისზე“ დასრულდა შიდა ჩემპიონატში წაუგებელი სერია. როგორც ჩანს და როგორც მოსალოდნელი იყო, „ატლეტიკოსთან“ შუა კვირაში შთამბეჭდავმა გამარჯვებამ დიდი ძალა წაიღო. განსაკუთრებით კი, ემოციური თვალსაზრისით, რადგან დღეს „იუვე“ აშკარად გამოფიტული და …

სრულად წაკითხვა »

მონტერო: “ეს სიურპრიზი არ ყოფილა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო მონტერომ Tuttosport-თან ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, მისთვის „ატლეტიკოსთან“ ნაჩვენები თამაში სიურპრიზი არ ყოფილა. „ემრე ჯანმა ისე ითამაშა, მეც კი შემაშინებდა. შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა, როგორც მცველმა და როგორც ნახევარმცველმა. თუმცა, 3:0 ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. პირველივე წუთიდან აგრესიული „იუვე“ დავინახე, რომელმაც იცოდა რა უნდოდა. შედეგი კი, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ატლეტიკოსთან” განსაკუთრებული და ლამაზი საღამო იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ჯენოასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯო კიელინი დაისვენებენ. „ჯენოა“ რთული თამაში იქნება. „ჯენოამ“ საკუთარ მოედანზე 14-დან მხოლოდ სამი თამაში წააგო, გაუშვა იმასთან შედარებით ნახევარი, ვიდრე გასვლით მატჩებში. პირველ წრეში კი ამ გუნდთან ორი ქულა დავკარგეთ. სკუდეტოს მოპოვებამდე 5 გამარჯვება …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ჯენოასთან”

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი სერია A-ს 28-ე ტურში „ჯენოასთან“ მატჩისთვის ცნობილია. განაცხადს მიღმა დარჩა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით დაისვენებს. ტრავმების გამო კი გუნდს მატია დე შილიო, ანდრეა ბარძალი, სამი ხედირა, ხუან კუადრადო და დუგლას კოშტა დააკლდებიან. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: კიელინი, კასერესი, ალექს სანდრო, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა …

სრულად წაკითხვა »