ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ჯენოასთან“ (0:2) წაგების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, წაგება სასიამოვნო არაა, მაგრამ „ატლეტიკოსთან“ მატჩის მერე, განსაკუთრებით მენტალურად, თამაში ძალიან რთული იყო.
„წაგება სასიამოვნო არასდროს არაა. სამშაბათის შემდეგ ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. განსაკუთრებით ფიზიკური და მენტალური თვალსაზრისით.
დღეს ჩვენი თამაში საერთოდ არ გვითამაშია. ახლა პაუზით უნდა ვისარგებლოთ და „ემპოლისთან“ მატჩი სათანადოდ ჩვაატაროთ. „ატლეტიკოსთან“ მთელი ენერგია დავდეთ და სანაკრებო შესვენება საჭირო იყო. ვინც ნაკრებებშია მიწვეული, მალევე ითამაშებს, ხოლო დანარჩენები ბაზაზე მოემზადებიან და ენერგიის დაბრუნებაზე იმუშავებენ.
დღევანდელი მატჩი? მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთდა გოლიც გავიტანეთ. სამწუხაროა, რომ არ ჩაითვალა“, – განაცხადა ბონუჩიმ.