ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ჯენოასთან“ სერია A-ში პირველი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მარცხი სამწუხაროა, მაგრამ ამისგან დრამის შექმნა არ შეიძლება.
„ეს დრამა არაა, მაგრამ ვწუხვართ, რადგან გვინდოდა, რომ სეზონი წაუგებლად დაგვესრულებინა. ჩემპიონთა ლიგის მატჩმა რა თქმა უნდა, გავლენა იქონია. პირველ ტაიმში ორჯერ ძალიან გავრისკეთ, მეორე ტაიმში ოდნავ გამოვასწორეთ სიტუაცია. თუმცა მალევე გოლი გავუშვით, ხოლო შემდეგ კონტრშეტევაზე მეორეც მივიღეთ. შეიძლებოდა უკეთ გვეთამაშა, ახლა დასვენებისთვის დრო გვაქვს, რომ ენერგია აღვიდგინოთ და ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ.
ყველა თამაშში მაქსიმუმის ჩვენება შეუძლებელია. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. პირველ ტაიმში სირთულეები გვქონდა, შემდეგ სტურარო შემოვიდა და გოლი გაგვიტანა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მის გამო ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან ბევრი რამ გადაიტანა. შესაძლოა, ეს წაგებაც უკეთესი იყოს, რადგან გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. სუდეტომდე კი 5 გამარჯვება ისევ გვაშორებს“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს გათამაშებას ისევ დამაჯერებლად ლიდერობს და 75 ქულით პირველ ადგილზეა.