მთავარი / სიახლეები (გვერდი 541)

სიახლეები

ბუფონი: “ანჩელოტი არის მწვრთნელი, რომლის წინაშე ყველაზე დიდი ვალდებულება მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტიმ მის კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. „სკალა ყველაზე სერიოზული გახლდათ, მამასავით ვუყურებდი. ანჩელოტი კი არის მწვრთნელი, რომლის წინაშე ყველაზე მეტი ვალდებულება მაქვს. სკალამ ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დებიუტის შესაძლებლობა მომცა, მაგრამ კარლომ უფრო დიდი საქმე გამიკეთა. გუნდში მოსვლიდან ორ თვეში ლუკა ბუჩიზე …

სრულად წაკითხვა »

რობერტო ბაჯოს ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ

ლეგენდარული რობერტო ბაჯო ყურადღების ცენტში ყოფნის მოყვარული არაა და ამიტომაც, იშვიათია, რომ მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუ მისცეს. რობიმ დიდი ხნის დუმილი დაარღვია და Corriere Dello Sport-თან ვრლად ისაუბრა. რობერტომ განვლილი პერიოდი გაიხსენა და გარდა ამისა, აწმყოზეც ისაუბრა: ტრავმები და რისკები – ფლორენციასთან ურთიერთობა სწორედ სერიოზული ტრავმის შემდეგ დაიბადა. ორი სეზონი ნათამაშები …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “ჩემი თანაგუნდელები მაძლიერებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, ვეტერანი კიპერი ანტონიო კონტეს, კრიშტიანუ რონალდუს, ლეგენდარლ BBC-სა და „იუვენტუსში“ დაბრუნების საკითხს შეეხო. ანტონიო კონტე – ის ჩემი თანაგუნდელი იყო, კაპიტანი და შემდეგ უკვე მწვრთნელი. ვიცნობ, როგორც პროფესიონალ ადამიანს, მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმი და გუნდის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება გააჩნია. ღამით არ სძინავს, თუ …

სრულად წაკითხვა »

ვიერი: “ვისაც იგუაინის გაყიდვა უნდოდა, შეშლილია”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კრისტიან ვიერი მიიჩნევს, რომ გონსალო იგუაინის გაყიდვა შეცდომა იქნებოდა. „ბობოს“ განცხადებით, ვინც ამას ცდილობდა და მხარს უჭერდა, შეშლილია. „კვირების განმავლობაში მაინტერესებდა ვინ იყო ის შეშლილი, ვისაც მისი გაყიდვა სურდა. იგუაინი დღეს მსოფლიოს ხუთ საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა და ეს უკვე დაამტკიცა“, – თქვა ვიერიმ. შეგახსენებთ, რომ იგუაინმა სეზონი …

სრულად წაკითხვა »

მარიო მანჯუკიჩი “მანჩესტერს” შეუთანხმდა

მარიო მანჯუკიჩი ტურინის „იუვენტუსს“ დატოვებს და ეს ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. Tuttosport-ის ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელი „მანჩესტერს პირად კონტრაქტს შეუთანხმდა, რომელსაც დიდი ალბათობით დეკემბერში გააფორმებს. ინგლისში კი, ოფიციალურად იანვარში გადავა, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ მანჯუკიჩს შესაძლოა მუშაობა მასიმილიანო ალეგრისთან მოუწიოს, რადგან იტალიელი სპეციალისტი „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელად განიხილება. რაც შეეხება …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “მე, პირლო, პოგბა და ვიდალი – ფანტასტიკური ნახევარდაცვა გვყავდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელ კლაუდიო მარკიზიოს Daily Mail-ი გაესაუბრა. ბრიტანული ტაბლოიდი კლაუდიოს ძირითადად პრემიერლიგის საკითხებზე ესაუბრა, თუმცა ტურინული წარსულიც გაიხსენა. „ჩემი 8 ნომერი უკვე საუკეთესო ხელშია. რემზი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მინდოდა, რომ 8 ნომერი მას აერჩია. პოგბა? როდესაც ის „იუვენტუსში“ მოვიდა, მე და პირლოს 15 წუთი დაგვჭირდა, რამდენად ძლიერი იყო პოლი …

სრულად წაკითხვა »

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს რომში ჩაატარებს

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაიფორმა. „სკუადრა აძურას“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდესამი ტურით ადრე გაიფორმა ფინალური ეტაპის საგზური. ამ შედეგის წყალობით, უკვე ცნობილია, რომ იტალია ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ 12 ივნისს, ჩემპიონატის გახსნის მატჩს რომში ჩაატარებს. საერთოდაც, ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშს რობერტო მანჩინის …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიის ნაკრებში გოლი გაიტანა. საბერძნეთთან მატჩის შემდეგ 25 წლის შემტევმა კომენტარი გააკეთა. „შესანიშნავი საღამო იყო, ყველანაირად ემოციური. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ მრავლად მოვიდნენ სტადიონზე და თბილი საღამო შეგვიქმნეს. ჩემი გოლი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მთავარი გამარჯვება და კვალიფიცირება გახლდათ. ცხადია, სწორ გზას ვადგავართ, მოთმინებით ვითამაშეთ და …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა ბრუნდება

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა დაბრუნებასთან ახლოსაა. Tuttosport- ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად იქნება და „ბოლონიასთან“ მატჩს მზადყოფნაში შეხვდება. მოგეხსენებათ, დუგლასმა ტრავმა სექტემბერში, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ დაპირისპირება მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა. გარდა ამისა, „იუვეს“ მარჯვენა მცველები დანილო და მატია დე შილიო გამოუჯანმრთელდნენ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ …

სრულად წაკითხვა »

ბირინდელი: “კუადრადო კანსელუზე უკეთესი ფეხბურთელია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო ბირინდელიმ Radio Sportiva-სთან ისაუბრა. იტალიელის განცხადებით, ხუან კუადრადო უკეთესი მცველია, ვიდრე ჟოაუ კანსელუ, რომელიც ტურინელებმა ზაფხულში გაყიდეს. გარდა ამისა, მატიას დე ლიხტისა და გონსალო იგუაინის შესახებაც გააკეთა კომენტარი: „უიღბლო ტრავმებით სარის გაუმართლა, რადგან კუადრადოს მცველად დაყენება მოუწია და გამოჩნდა, რომ კანსელუზე ძლიერი და თანამედროვე მარჯვენა …

სრულად წაკითხვა »