მთავარი / სიახლეები (გვერდი 520)

სიახლეები

რაკიტიჩმა “იუვენტუსი” აირჩია

ივან რაკიტიჩი „ბარსელონას“ ტოვებს. Sport-ის ინფორმაციით, ხორვატი უკმაყოფილოა კლუბში თავისი როლით და მცირე სათამაშო პრაქტიკით. წყარო იმასაც წერს, რომ რაკიტიჩმა უკვე გააკეთა არჩევანი და ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა იანვარში სურს. ახლა ყველაფერი გუნდებზეა დამოკიდებული. „ბარსელონა“ 35 მილიონ ევროს ითხოვს და ამიტომ, შესაძლოა გარიგებაში ემრე ჯანიც ჩართონ, რომლის მიმართ ესპანური გუნდი დაინტერესებულია. …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “სარისა და რონალდუს შორის კონფლიქტი არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ კრიშტიანუ რონალდუსა და მაურიციო სარის ურთიერთობაზე ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს. „რონალდუმ პასუხი მოედნიდან გასცა. სარისთან ურთიერთობაში სიმშვიდე აქვს? დიახ, სრულიად. არასდროს ყოფილა მათ შორის მცირე დაპირისპირებაც კი“, – აღნიშნა ბერნარდესკიმ.

სრულად წაკითხვა »

პოგბას ტრანსფერზე რონალდუმ თანხმობა განაცხადა, “იუვემ” მუშაობა დაიწყო

პოლ პოგბას ტრანსფერზე „იუვენტუსი“ მუშაობას იწყებს. Mirror-ის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონი ფრანგის დაბრუნებით ძალიანაა მოწადინებული. კრიშტიანუ რონალდუ კი, გუნდის ხელმძღვანელობის ნაბიჯს მიესალმება და მკაფიო სურვილი გამოხატა ფრანგთან ერთად თამაშის. ჯერჯერობით სატრანსფერო ფასზე არაფერი თქმულა, მაგრამ პოლის სურვილიდან გამომდინარე და ტრავმით, რომელიც ამჟამად აქვს, იმედოვებენ, რომ ინგლისელები ფეხბურთელს ფასს დააკლებენ, ვიდრე ზაფხულში …

სრულად წაკითხვა »

თამაშგარეში…

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და სულ უფრო აქტუალური ხდება ვინ დატოვებს „იუვენტუსს“. თითქმის გადაწყვეტილია და წინ ვერაფერი დაუდგება, რომ „ბებერი ქალბატონის“ რიგებს იანვარში მარიო მანჯუკიჩი, მატია პერინი და მარკო პიაცა დატოვებენ. მიზეზი მარტივია – თამაში არცერთს უწევს და ახლო პერსპექტივაში ამის მცირე შანსიც არ ჩანს. მათ გარდა, მერიჰ დემირალისა და …

სრულად წაკითხვა »

სტვენა ტურინში, ტაში – ბოსნიაში: ბერნარდესკი ნაკრებში სხვა ფეხბურთელია

ფედერიკო ბერნარდესკის კარიერაში ბოლო დროს რთული პერიოდი იყო. იტალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მაურიციო სარი ხშირად ენდობა, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა („ლევერკუზენთან“). „მილანთან“ ბოლო მატჩში კი, როდესაც სარიმ შეცვალა, ტურინულმა პუბლიკამ დაუსტვინა კიდეც. თუმცა, ფედერიკო აბსოლუტურად განსხვავებულია ეროვნული ნაკრების მაისურით. ბერნარდესკიმ ოქტომბრის მატჩებში ორი გოლი …

სრულად წაკითხვა »

იტალიის ნაკრების რეკორდი – ზედიზედ 10 მოგება

იტალიის ნაკრებმა პირადი რეკორდი დაამყარა. „სკუადრა აძურამ“ თავის ისტორიაში პირველად ზედიზედ 10 თამაში მოიგო. რობერტო მანჩინის გუნდმა რეკორდულ ნუშნულს ბოსნიასთან შეხვედრაში მიაღწია. იტალიელებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 მატჩი მოიგეს, ხოლო მანამდე აშშ-ს ამხანაგურ თამაშიც აჯობეს. აქვე გეტყვით, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს და სამივე მატჩს სახლში, …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი ტრავმირებულია

მირალემ პიანიჩი ტრავმირებულია. „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ბოსნია – იტალიის შეხვედრაში დაშავდა და 77-ე წუთზე მოედანი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია მირალემის დაზიანება, რომელსაც კუნთების პრობლემა აქვს. „იმედია სერიოზული არაფერია და ვიმედოვნებ დროულად შევჩერდი. პატარა პრობლემა მაქვს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება“, – თქვა პიანიჩმა თამაშის შემდეგ. ბოსნიელი ნახევარმცველის ზუსტი დიაგნოზი სამედიცინო გამოკვლვევის …

სრულად წაკითხვა »

პოგბას სტილში – “იუვემ” “მანჩესტერის” ტალანტს თვალი დაადგა

ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ახალი ტალანტის, ტაჰით ჩონგის შეზენას გეგმავს, 20 წლის ჰოლანდიელს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ტურინელები მის ხელში ჩაგდებას თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებენ. სტრატეგია უცვლელია – პოგბას სტილში. 2012 წელს, „იუვემ“ ფრანგი „მანჩესტერიდან“ უფასოდ დაიმატა და ახლაც იგივე გეგმა და „იუვენტუსს“ ჩონგის ყიდვა უნდა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” შჩესნის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ვოიცეხ შჩესნისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. გეგმავს. Sky Sport-ის ცნობით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან და პოლონელის მოქმედი ხელშეკრულება სამი წლით (2024 წლამდე) გახანგრძლივდება. შჩესნის ამჟამინდელი კონტრაქტი კი, ძალაში 2021 წლის ზაფხულამდეა და ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება სურს. შეგახსენებთ, რომ შჩესნი „იუვენტუსმა“ 2017 წელს „რომადან“ შეიძინა. მას შემდეგ კი, …

სრულად წაკითხვა »

კობოლი ჯილი: “კალჩოპოლის” სასამართლო პროცესის დროს “ინტერის” ფაილები გაქრა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ იტალიურ მედიასთან იაუბრა, როგორც დღევანდელი გუნდის, ისე მისი მმართველობის პერიოდზე. კობოლი ჯილიმ კალჩოპოლის პროცესი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ „ინტერთან“ დაკავშრებული ფაილები საეჭვოდ გაქრა. „71 წლის განმავლობაში იუვენტინო ვარ, ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ „ბიანკონერის“ თამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობას ზოგჯერ ვაკრიტიკებ. მომწონს თუ არა …

სრულად წაკითხვა »