ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ახალი ტალანტის, ტაჰით ჩონგის შეზენას გეგმავს, 20 წლის ჰოლანდიელს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ტურინელები მის ხელში ჩაგდებას თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებენ.
სტრატეგია უცვლელია – პოგბას სტილში. 2012 წელს, „იუვემ“ ფრანგი „მანჩესტერიდან“ უფასოდ დაიმატა და ახლაც იგივე გეგმა და „იუვენტუსს“ ჩონგის ყიდვა უნდა.
აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერის“ ფანებმა სოციალურ ქსელში პროტესტი გამოხატეს და წერენ, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა პოგბას შემთხვევიდან გაკვეთილი ვერ ისწავლა. მხარეები სავარაუდოდ მოლაპარაკებების მაგიდას მალე მიუსხდებიან.