ტურინის „იუვენტუსი“ ვოიცეხ შჩესნისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. გეგმავს. Sky Sport-ის ცნობით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან და პოლონელის მოქმედი ხელშეკრულება სამი წლით (2024 წლამდე) გახანგრძლივდება.
შჩესნის ამჟამინდელი კონტრაქტი კი, ძალაში 2021 წლის ზაფხულამდეა და ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება სურს.
შეგახსენებთ, რომ შჩესნი „იუვენტუსმა“ 2017 წელს „რომადან“ შეიძინა. მას შემდეგ კი, „ბებერი სინიორას“ კარი 74 შეხვედრაში დაიცვა.