მთავარი / სიახლეები (გვერდი 519)

სიახლეები

აბიდალი: “დე ლიხტს “ბარსელონაში” მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ექნებოდა და “იუვეში” ამიტომ გადავიდა”

„ბარსელონას“ მენეჯერმა ერიკ აბიდალმა მატიას დე ლიხტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკის გამო გადავიდა. „დე ლიხტს ჩვენთან მოსვლა არ უნდოდა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაში მუდმივად სურს, მაგრამ „ბარსელონაში“ ამის გარანტია არავის აქვს. საბოლოოდ, ამიტომ „იუვენტუსში“ გადავიდა, ის მაღალი დონის მცველია და წარმატებებს ვუსურვებთ“, – თქვა …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო ორი კვირა ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო მინიმუმ 15 დღე იუქმებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა კუნთის დაზიანება სანაკრებო შეკრებაზე მიიღო და გარკვეული პერიოდით უქმობა მოუწევს. ალექს სანდროს „ატალანტასთან“, „ატლეტიკოსთან“ და „სასუოლოსთან“ მატჩები გაუცდება. ფეხბურთელი ტურინში ოთხშაბათს დაბრუნდება და სამედიცინო გამოკვლევა დეტალურად ჩაუტარდება.

სრულად წაკითხვა »

სიმშვიდის მოსაპოვებლად: რონალდუმ თანაგუნდელები ვახშამზე დაპატიჟა

კრიშტიანუ რონალდუსა და „იუვენტუსს“ შორის სიმშვიდემ დაისადგურა. La Repubblica იტყობინება, რომ პორტუგალიელი თანაგუნდელებს ვახშამზე დაპატიჟებს, რომლის მიზანიც „მილანთან“ მომხდარის დავიწყება იქნება. ვახშამი „ატალანატასთან“ მატჩამდე გაიმართება. გარდა ამისა, კრიშტიანუ ტელეფონით უკვე გაესაუბრა რამდენიმე თანაგუნდელს. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „მილანთან“ შეცვლის შემდეგ სტადიონი თამაშის დატოვებამდე დატოვა, რასაც დიდი პოლემიკა მოჰყვა. თუმცა, თავად ფეხბურთელის …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩის დაზიანება სერიოზული არაა

მირალემ პიანიჩის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელს ტრავმა არ აღენიშნება, უბრალოდ გადაღლილია. დამატებითი გამოკვლევა ბოსნიელს სამშაბათს ტურინში ჩაუტარდება და სურათი უფრო ნათელი გახდება. მოგეხსენებათ, მირალემმა ბოსნია – იტალიის შეხვედრა მოედანი კუნთის პრობლემის გამო დატოვა. რაც შეეხება ალექს სანდროს, რომელიც ბრაზილიის ნაკრებს შეკრებაზე დაშავდა, იტალიაში ოთხშაბათს დაბრუნდება და …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “იტალიას გამოცდილება აკლია და გრანდების დონეზე დაბრუნდება”

ლეონარდო ბონუჩიმ იტალია – სომხეთის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ლეო მიიჩნევს, რომ ნაკრები კარგად ვითარებდა, მაგრამ გრანდებმად ჯერ კიდევ შორია. ბონუჩის აზრით, „სკუადრა აძურას“ ყველაზე მეტად გამოცდილება აკლია. „ჩვენი ნაკრები ევროპის გრანდებს შორის მაშინ დაბრუნდება, როდესაც დამატებით ნაბიჯს გადავდგამთ, რაც საშუალებას მოგვცემს კონკურენცია გავუწიოთ იმ გუნდებს, რომლებიც ბოლო წლებში მსოფლიოში …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “არანაირი პოლემიკა, კარგად არ ვიყავი”

პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერაში 99-ე გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა „იუვენტუსში“ მომხდარზე პირველად გააკეთა კომენტარი და კონფლიქტი გამორიცხა. „ბოლო სამი კვირის განმავლობაში შეზღუდული ვიყავი. არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა, ყველამ ვიცით, რომ არავის მოსწონს შეცვლა. შევეცადე „იუვენტუსს“ ტრავმირებულიც დავხმარებოდი, შეცვლა კი არავის მოსწონს, მაგრამ მესმის, რადგან …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრომ ტრავმა მიიღო

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი, ალექს სანდროს კუნთის პრობლემები აქვს. ის რჩება ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე, სადაც მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდება. თუმცა, გადაწყვეტილია, რომ სამხრეთ კორეასთან სპარინგში არ ითამაშებს. „იუვენტუსი“ კი შეშფოთებულია ალექს სანდროს ტრავმით, რადგან მაურიციო სარისთვის შეუცვლელი …

სრულად წაკითხვა »

მანჯუკიჩი თანაგუნდელებისგანაც შორს იმყოფება

მარიო მანჯუკიჩმა „იუვენტუსის“ ქომაგებს 4 წლის განმავლობაში თავი შეაყვარა. ხორვატი მოედანზე ბრძოლისუნარიანობით და ბოლომდე დახარჯვით გამოირჩეოდა. გასულ სეზონში მას კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივეს, რაც თავისთავად განსხვავებულ დამშვიდობებას გულისხმობდა, ქომაგების სიყვარულით, მაგრამ მაურიციო სარის გუნდში მოსვლამ ყველაფერი შეცვალა. მანჯუკიჩი გუნდიდან უბრალოდ გაქრა და მისი წასვლა ზამთარში გარდაუვალია. აღსანიშნავია, რომ მარიოს ურთიერთობა …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ტონალისთვის 40 მილიონის გაღება მოუწევს

სანდრო ტონალი იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედია. „ბრეშას“ საყრდენი ნახევარმცველით არაერთი გრანდია დაინტერესებული და ზაფხულში მისთვის ბრძოლა გაიმართება. Corriere Della Sera-ს ცნობით, ტონალის მიმართ „იუვენტუსიცაა“ დაინტერესებული, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენისთვის 40 მილიონი ევრო დასჭირდება. სწორედ ამ თანხას ითხოვს „ბრეშას“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო. აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსს“ ტონალის გარდა ფედერიკო კიეზასა …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ჩონგის აგენტს დაუკავშირდა

ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ახალგაზრდა ტალანტის ტაჰით ჩნგის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა. Corriere Dello Sport-ის ცნობით, იტალიელები უკვე დაუკავშირდნენ 19 წლის ფეხბურთელის აგენტ ჯონათან ბარნეტს. აღსანიშნავია, რომ ბარნეტი ვოიცეხ შჩესნის აგენტიცაა და მასთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ჩონგს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ამ ფაქტით სარგებლობას აპირებს „იუვე“, რადგან მისი დამატება თავისუფალი …

სრულად წაკითხვა »