ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო მინიმუმ 15 დღე იუქმებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა კუნთის დაზიანება სანაკრებო შეკრებაზე მიიღო და გარკვეული პერიოდით უქმობა მოუწევს.
ალექს სანდროს „ატალანტასთან“, „ატლეტიკოსთან“ და „სასუოლოსთან“ მატჩები გაუცდება.
ფეხბურთელი ტურინში ოთხშაბათს დაბრუნდება და სამედიცინო გამოკვლევა დეტალურად ჩაუტარდება.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი