მირალემ პიანიჩის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელს ტრავმა არ აღენიშნება, უბრალოდ გადაღლილია.
დამატებითი გამოკვლევა ბოსნიელს სამშაბათს ტურინში ჩაუტარდება და სურათი უფრო ნათელი გახდება. მოგეხსენებათ, მირალემმა ბოსნია – იტალიის შეხვედრა მოედანი კუნთის პრობლემის გამო დატოვა.
რაც შეეხება ალექს სანდროს, რომელიც ბრაზილიის ნაკრებს შეკრებაზე დაშავდა, იტალიაში ოთხშაბათს დაბრუნდება და გამოკვლევა შემდეგ ჩაუტარდება.