მთავარი / სიახლეები (გვერდი 517)

სიახლეები

ესპანელი ჟურნალისტი: “რონალდუმ “იუვენტუსი” შესაძლოა ზაფხულში დატოვოს”

ესპანური გამოცემა OKDiario იტყობინება, რომ ზაფხულში „იუვენტუსისა“ და რონალდუს გზები შესაძლოა გაიყაროს. აღნიშნული გამოცემის დიერქტორმა ედუარდო ინდამ დეტალურად ისაუბრა ტურინელთა გეგმების შესახებ. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას თუ ვერ მოიგებს, შესაძლოა რონალდუმ დატოვოს, რადგან ტურინელები პოგბას დაბრუნებას და მბაპეს ყიდვას აპირებენ და ფინანსური საკითხების გამო კრიშტიანუსთან შელევან მოუწევთ“, – თქვა ესპანელმა ჟურნალისტმა. …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “კლუივერტის სიტყვები? ეს მისი აზრია და სიმართლე არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლას არ ნანობს და პატრიკ კლუივერტმა საჯაროდ მხოლოდ მისი მოსაზრება დააფიქსირა. „ფეხბურთელი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, როდესაც ამდენი ფულია მის სანაცვლოდ გადახდილი. „ნაპოლისთან“ სადებიუტო თამაშის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა, მაგრამ რეალურად ყოველი თამაშის შემდეგ ნაბიჯს წინ ვდგამდი. მე ვაფასებ ჩემი თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “ვწუხვარ, რომ მანჯუკიჩი ასეთ სიტუაციაშია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. იტალიელმა ფეხბურთელმა მწუხარება გამოთქვა, რომ მარიო მანჯუკიჩი ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა. გარდა ამისა, მაურიციო სარისა და ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა. „კონტე? მიმართულება შეიცვალა, ის შეირჩა მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომელსაც კარგად უძღვება და უკვე ვხედავთ პირველ შედეგებს. გუნდი გაიზარდა, აქვს, ძლიერი თვითმყოფადობა, ბალანსი, ტაქტიკური …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” სანაკრებო შეკრებიდან ფეხბურთელები დაუბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსს“ სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელები დაუბრუნდნენ. გამონაკლისი მხოლოდ ხუან კუადრადოა, რომელსაც დღეს არ უვარჯიშია. სამაგიეროდ, გუნდთან ერთად ივარჯიშა ბლეზ მატუიდიმ, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ფრანგი კარგადაა და თამაში შეუძლია. ინდივიდუალურად ივარჯიშეს ადრიენ რაბიომ და კრიშტიანუ რონალდუმ. ალექს სანდროს კი, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც პროგრესი აჩვენა, მაგრამ ბრაზილიელის დაკვირვება …

სრულად წაკითხვა »

კუადრადოს ახალი კონტრაქტი მზადაა

ლეონარდო ბონუჩის შემდეგ „იუვენტუსი“ მზადაა კიდევ ერთ ფეხბურთელს გაუფორმოს ახალი კონტრაქტი. იტალიური მედიის ცნობით, ყველა დეტალი გადაწყვეტილია და ხუან კუადრადო, რომლის ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, ტურინში დარჩება. კოლუმბიელი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს ახალ კონტრაქტს 2023 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით. მიმდინარე სეზონში კუადრადომ 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი: “თავს ტურინში ვხედავ, მაგრამ სიტუაცია უნდა შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ემრე ჯანის განცხადებით, მომავალს ტურინში ხედავს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ სიტუაცია შეიცვალოს. „მე ჯერ კიდევ „იუვენტუსი“ ფეხბურთელი ვარ. ცხადია, რომ არ ვარ კმაყოფილი ჩემი სიტუაციით, მაგრამ ვაგრძელებ ვარჯიშს 100%-ით, ვცდილობ შევცვალო სიტუაცია. არცერთი მოთამაშე არ არის ბედნიერი, როდესაც არ თამაშობს. ახლა ჩემი მდგომარეობა ტურინში ასეთია. ზამთარში რაღაც …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ჩემთვის ისტორიული, დაუვიწყარი და სოცნებო დღეა”

ლეონარდო ბონუჩიმ დღეს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბონუჩიმ JTV-სთან ისაუბრა: „ეს ისტორიული, დაუვიწყარი და ჩემთვის საოცნებო დღეა. კიდევ ერთხელ კონტრაქტის გახანგრძლივება მნიშვნელოვანია და ვხედავდი, რომ იგივე სურვილი ჰქონდა პრეზიდენტს, პარატიჩის, ნედვედს, ქომაგებს, თანაგუნდლებს. როგორც აქამდე მითქვამს, „იუვენტუსი“ ჩემი სახლია და ეს ხელმოწერა კიდევ …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ლეონარდო ბონუჩიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიურ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა – ლეონაროდ ბონუჩიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ტურინელთა ვიცე-კაპიტანი შავ-თეთრი მაისურით 2024 წლის 30 ივნისამდე გაირჯება. მისი ძველი კონტრაქტი კი, 2023 წლის ზაფხულამდე იყო გათვლილი. ბონუჩიმ „იუვენტუსში“ 2010-2017 და 2018 წლიდან დღემდე 376 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 23 გოლი გაიტანა. …

სრულად წაკითხვა »

“მე ისევ აქ ვარ” – 24 წელი ჯიჯი ბუფონის პროფესიონალური დებიუტიდან

ზუსტად 24 წლის წინ, 195 წლის 19 ნოემბერს, (“პარმა” – “მილანი” 0:0) ჯანლუიჯი ბუფონის დებიუტი შედგა პროფესიონალურ ფეხბურთში. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ხშირად არ ხდება, რომ ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერა 24 წელი გრძელდება. ბუფონმა სოციალურ ქსელში სთორი გამოაქვეყნა, სათაურით: “მე ისევ აქ ვარ”. იხილეთ ბუფონის სთორი

სრულად წაკითხვა »

რონალდუს ნედვედმა დაურეკა და სიტუაცია მოაგვარეს

კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ სიტუაცია მშვიდადაა. Tuttosport-ის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების შეკრების დროს რონალდუს „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა დაურეკა. მხარეებმა მშვიდად ისაუბრეს და ყველა გაუგებრობას წერტილი დაუსვეს. უკვე ცნობილია, რომ პორტუგალიელი თანაგუნდელებს ვახშამზე დაპატიჟებს. ეს ან ოთხშაბათ საღამოს მოხდება, ან ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „მილანთან“ შეცვლის შემდეგ …

სრულად წაკითხვა »