მთავარი / სიახლეები (გვერდი 311)

სიახლეები

დიბალა: “ეს გოლი ძალიან მჭირდებოდა”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-11 ტურში „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა, რომელმაც მიმდინარე სეზონში სერია A-ს პირველად გაიტანა. არგენტინელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ჩვენთვის თავდამსხმელებისთვის გოლების გატანა მნიშვნელოვანია, რწმენას გვაძლევს. ეს მჭირდებოდა, ბევრი თამაშის განმავლობაში მშვიდად არ ვიყავი. ძალიან მომწონს ბურთთან შეხება, თანაგუნდელებთან თამაში და …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “დიბალასგან ახლა უფრო მეტს ველით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ჯენოასთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ პრეკონფერენცია გამართა. აღსანიშნავია, რომ იტალიელის ხელში „იუვემ“ იტალიის ჩემპიონატში პირველად მოიგო ზედიზედ ორი თამაში. „მნიშვნელოვანი იყო ოთხშაბათის მატჩის წაშლა. გაშვებული გოლი მაღიზიანებს, ერთი დარტყმა და გოლი მივიღეთ… მაგრამ რეაგირება კარგად მოვახდინეთ და პრობლემა გადავჭერით. სეზონის დაწყებიდანვე ვმუშაობთ, რომ აგრესიულები ვიყოთ, …

სრულად წაკითხვა »

პირველად სეზონში: ზედიზედ მეორე გამარჯვება სერია A-ში

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-11 ტურში გენუაში „ჯენოას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ანდრეა პირლოს გუნდს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მეტოქე მაინც გატეხა და გამარჯვება იზეიმა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 57-ე წუთზე კი ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა. არგენტინელმა შემტევმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და ზუსტად დაარტყა. თუმცა, „იუვემ“ უპირატესობა 4 წუთი …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “ბარსელონასთან” მატჩი უნდა დავივიწყოთ”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-11 ტურში სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ ანდრეა პირლომ JTV-ს ინტერვიუ მისცა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა. „ბარსელონასთან“ გამარჯვება თუ თავში ისევ გვაქვს, მაშინ უნდა წავშალოთ. საჭიროა გვერდის გადაშლა და სტაბილურობა. უნდა გავაგრძელოთ ამ სურვილით და ამ ტემპით, რადგან ახლა ჩემპიონატის თამაში გვაქვს და უფრო უკეთაც უნდა …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ჯენოასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-11 ტურში სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება. ანდრეა პირლომ ამ მატჩის განაცხადში 24 ფეხბურთელი შეიყვანა. მეკარეები: შჩესნი, ისრაელი, ბუფონი მცველები: დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დრაგუსინი, ფრაბოტა ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, პორტანოვა, კულუშევსკი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა, დიბალა, და გრასა შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ …

სრულად წაკითხვა »

არტური: “გამიმართლა, რომ მუშაობა პირლოსთან მიწევს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა და ტურინულ გრანდში გატარებულ საწყის პერიოდზე ისაუბრა. მან განცალკევებით კრიშტიანუ რონალდუსა და ანდრეა პირლოს შესახებ გააკეთა კომენტარი. „იუვენტუსის“ გასახდელი გამოცდილი და ხარისხიანი. მათ ძალიან კარგად მიმიღეს და ბედნიერი ვარ. შევხვდი ფეხბურთელებს, რომლებთანაც მხოლოდ Play Station-ში ვთამაშობდი: ბონუჩი, ბუფონი, კიელინი, კრიშტიანუ რონალდუ, ყველა …

სრულად წაკითხვა »

პაოლო როსი ვიჩენცაში დაკრძალეს [VIDEO]

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო როსი ქალაქ ვიჩენცაში დაკრძალეს. ის ბოლო გზაზე უამრავმა ადამიანმა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა გააცილეს. კლაუდიო ჯენტილე, ბრუნო კონტი, ფულვიო კოლოვატი, მარკო ტარდელი, ანტონიო კაბრინი, ჯანკარლო ანტონიონი, რობერტო ბაჯო, დანიელე მასარო, ფრანკო ბარეზი, ჯუზეპე ბერგომი პაოლო მალდინი და სხვა ვეტერანი მოთამაშეები როსის დაკრძალვას ესწრებოდნენ. როსი იტალიაში ნამდვილი …

სრულად წაკითხვა »

“ლაიფციგის” მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგაზე “იუვესთან” თამაში უნდა

„ლაიფციგის“ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვენტუსთან“ ან „რეალთან“ თამაში უნდა. როგორც მან განაცხადა, ორივე გუნდის ჰიმნი მოსწონს და ამიტომაც. „მატჩების წინ ყოველთვის მოწინააღმდეგის ჰიმნს ვუსმენ. ძალიან მომწონს „იუვენტუსის“ და „რეალის“ ჰიმნები, შემიძლია ვიმღერო, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილად იტალიური და ესპანური არ ვიცი“, – აღნიშნა ნაგესლმანმა. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “მილანი” კარგია, მაგრამ ჩვენ “იუვე” ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მიუხედავად „მილანის“ საოცარი თამაშისა, სკუდეტოს მოგების დიდი იმედი აქვს. „ვწუხვარ პაოლო როსის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, გულშემატკივრებს და ზოგადად ფეხბურთს. მან გადაწყვიტა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბედი, მას ბრაზილიაში “ქილერს” ეძახდნენ. ბრაზილიაშიც ბევრი ვიცნობდით, მხოლოდ იტალიაში არ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ-მორატას წყვილი ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, სადაც „იუვენტუსმა“ 15 ქულა მოიპოვა, „ბარსელონას“ ურთიერთშეხვედრებში აჯობა (0:2, 3:0) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ტურინელებმა 6 თამაშში 14 გოლი გაიტანეს და 4 გაუშვეს. ხსენებული 14 გოლიდან 10 კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას ანგარიშზეა. მიმდინარე სეზონში არცერთი გუნდის შემტევ წყვილს ამდენი გოლი გატანილი არ აქვს. …

სრულად წაკითხვა »